ავტორი:

"ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვაქვსო... სიშტერესაც აქვს საზღვარი!" - რას წერს ჟურნალისტი

"ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვაქვსო... სიშტერესაც აქვს საზღვარი!" - რას წერს ჟურნალისტი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში, საწოლების რაოდენობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან დღეს გააკეთა. ტიკარაძის თქმით, საქართველოში მობილიზებული საწოლფონდი შეიძლება ორჯერ დიდ ქვეყანას მოემსახუროს.

"ნამუსი თუ არ აქვთ, შიშიც არ აქვთ? მგონი მივედით ზღვრამდე, როცა უპასუხისმგებლობა დანაშაულს ნიშნავს. სახელმწიფო დანაშაულს... დღეს მინისტრი ტიკარაძე გამოტიკინდა და ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვქვსო... აგერ, ლევან რატიანი დგას "ფორმულას" ჩართვაზე და ლამის ტირის კაცი - ადგილი აღარ მაქვს, მოიფიქრეთ რამე ეს ხალხი რო გადარჩესო... თან ხუთჯერ თქვა, პოლიტიკა არ მაინტერესებსო - სირცხვილი არაა, დღევანდელ სიტუაციაში ექიმს რომ ამაზე უწევს ფიცილი? მერე ბოჭორიშვილის დირექტორმა ილაპარაკა, ტიროდა ქალი, ადგილი აღარ გვაქვსო.. ადგილი კი არა, ჟანგბადის წნევაც აღარ გვყოფნისო... გააცნობიეროს ვინმემ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის მართვა ბევრად რთულია, ვიდრე ბიძინას სტომატოლოგიური კაბინეტის მენეჯმენტი... გააფრინეთ მანდა, მთავრობაში? ეს უკვე გაცდა პოლიტიკას და ძალაუფლებას, ხალხო, ფრთხილად იყავით, სიშტერესაც აქვს საზღვარი!!! სასწრაფო ამბობს, ადგილი მოძებნეთ და იქ მიგიყვანთო და კიდე, ხმა არავინ ამოიღოს ხალხის შეუგნებლობაზე რა - დალოცვილო, მთავრობა რო ხარ და ხალხს მასობრივი ტურიზმისკენ მოუწოდებ, მთავრობა რო ხარ და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თავყრილობას დასაშვებად აცხადებ, ისე კი კრძალავ, საეკლესიო რიტუალებში პრობლემას ვერ ხედავ, სხვა რიტუალები კი გეპრობლემება... მთავრობა ხარ? ეს ორმაგი სტანდარტებია, ზუსტად ხალხს რომ თავგზას უბნევს..." - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტების სამკურნალოდ საქართველოში საწოლების რაოდენობა საკმარისია.

„ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი იმის შესახებ, რა კატეგორიის პაციენტები არიან საქართველოში კლინიკებში განთავსებულნი. ასევე გავაკეთეთ ანალიზი იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად გვაქვს საქართველოში დაგეგმილი საწოლფონდის მობილიზაცია მისი ხარისხობრივი პროპორციით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ისევ და ისევ საწოლფონდის სწორად მართვა, როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს თანმხლებად, რაც შეიძლება განსაზღვრავდეს მის, როგორც რისკის მქონე პაციენტის სტატუსს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 36 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1012-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3958 შემთხვევა.

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

"მთელი ერი გააფთრებული ვჯიჯგნით ერთმანეთს, ბერები ტყვიით არკვევენ ქონების საკითხებს, ყოველდღე ღობეს სწევს ყველა მეზობელი..." - რას წერს ვაჟა-ფშაველას შთამომავალი

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი