ავტორი:

ვინ იყო კაზანოვა რეალურად? - სექსუალური თავგადასავლები და სასიყვარულო ისტორიები

ვინ იყო კაზანოვა რეალურად? - სექსუალური თავგადასავლები და სასიყვარულო ისტორიები

ისტორიკოსები დღემდე კამათობენ "დიდი საყვარლის", ჯაკომო კაზანოვას პიროვნებაზე: ზოგი ამბობს, რომ მან ქალბატონები დაიპყრო თავისი ქარიზმით; ზოგი ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ დიდი ტრაბახა და მატყუარა ვინმე იყო. ჩვენ შევეცდებით, სიმართლე გამოვააშკარაოთ.

  • საყვარელი და მოსწავლე

ჯაკომო ჯიროლამო კაზანოვა დაიბადა ვენეციაში, ევროპის "სიამოვნების დედაქალაქში", 1725 წელს. იგი იყო პირველი ბავშვი მსახიობ გაეტანო კაზანოვას და ზანეტა ფარუსის ოჯახში, მაგრამ მოგვიანებით მას კიდევ ხუთი ძმა შეემატა.ბავშვობაში ჯაკომო თითქმის ვერ ხედავდა მშობლებს. სანამ დედა გასტროლებზე იმყოფებოდა, ბიჭი ბებიამ, მარჩია ბალდისერმა გაზარდა.

ცხრა წლის ასაკში იგი გააგზავნეს აბატ გოცისთან, რომელიც ჯაკომოს მეცნიერებებსა და ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა. ჯაკომო აბატის სახლში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი მემუარების თანახმად, მან 11 წლის ასაკში მიიღო პირველი სასიყვარულო გამოცდილება აბატ ბეთტინას ქალიშვილთან.”მაშინვე მომეწონა გოგონა, თუმცა კარგად არ მესმოდა, რატომ. სწორედ მან გააღვიძა გულში ამ გრძნობის პირველი ნაპერწკალი, რაც მოგვიანებით გახდა ჩემი მთავარი გატაცება”.კაზანოვა, როგორც ახლა ამბობენ, ვუნდერკინდი იყო. უკვე 12 წლის ასაკში ჩაირიცხა პადუას უნივერსიტეტში, ხოლო 17 წლისამ დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. ამასთან, იურიდიული ბიზნესისადმი ზიზღის გარდა, მას სხვა არაფერი უგრძნია. მაგრამ უნივერსიტეტში მან იპოვა თავისი მეორე გატაცება - აზარტული თამაშები. კაზანოვამ სწრაფად წააგო და ვალები დაიდო. ბებიამ მას სასტიკად უსაყვედურა თავისი უღირსი საქციელის გამო, როდესაც იგი ვენეციაში დაბრუნდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, კაზანოვა უკვე დამოკიდებული გახდა აზარტულ თამაშებზე.

ვენეციაში კაზანოვამ მდიდარი მფარველი იპოვა - ასეც იქცეოდა მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს იყო ხანდაზმული სენატორი, რომელიც ასწავლიდა კაზანოვას საზოგადოებაში ქცევას. სენატორი ხშირად მასპინძლობდა ახალგაზრდა მამაკაცს თავის სახლში, მანამ, სანამ არ შეამჩნია, რომ ის ფლირტაობდა მსახიობ ქალთან, რომელიც თავად სენატორს მოსწონდა.

კაზანოვას პირველი სექსუალური გამოცდილება ჰქონდა არა მასთან, არამედ დებთან - ნანეტთან და მარია სავორიანთან - 14 და 16 წლის გოგონებთან, კეთილშობილი ოჯახიდან....განაგრძეთ კითხვა

"ვჩხუბობდით...წელიწადზე მეტხანს არ ვლაპარაკობდით...როცა ნახა, ეს მეთოდები არ ჭრიდა, ტირილი დაიწყო" - გიორგი გაბუნია დედასთან ურთიერთობის შესახებ

"უცებ დერეფანში გამაჩერა...ემოციისგან ხმა ჩამიწყდა" - რა ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

"არაერთი გადაცემა მაქვს ჩაფიქრებული" - რას ამბობდა ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიაში დაბრუნებაზე? ტელეწამყვანისა და მისი ოჯახის უნიკალური კადრები