ავტორი:

"პუტინი აცნობიერებს, რომ მის მემკვიდრეს შეუძლია მასავით მოიქცეს" - რატომ გახშირდა ლაპარაკი ვლადიმირ პუტინის შესაძლო გადადგომაზე?

"პუტინი აცნობიერებს, რომ მის მემკვიდრეს შეუძლია მასავით მოიქცეს" - რატომ გახშირდა ლაპარაკი ვლადიმირ პუტინის შესაძლო გადადგომაზე?

ბრიტანულ გაზეთ "ფაინენშელ თაიმსში" («Financial Times») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "საუბარი ვლადიმირ პუტინის ვადამდელ გადადგომაზე, ნაადრევია“, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის მმართველობის პერსპქეტივაა განხილული (ავტორი - ჰენნრი ფოი, გაზეთის მოსკოველი კორესპონდენტი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, "ყოველი ავტორიტარული ლიდერის სამომავლო პერსპექტივა ხშირად ორი ვარიანტის სახით არის წარმოდგენილი: პირველი - სამოქალაქო ცხოვრებაზე გარანტირებული უსაფრთხო გადასვლით, რომელშიც საკანონმდებლო დაცვაც არის გათვალისწინებული ან მეორე - სამიდღემშიო მმართველობით. ვლადიმირ პუტინმა, რომელიც 2021 წლის იანვარში ხელისუფლებაში ყოფნის 21-ე წელიწადს აღნიშნავს, ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ მას აქვს შანსი პირველიც მიიღოს და მეორეც.

ბოლო ხანებში სულ უფრო გახშირდა ლაპარაკი, - კრემლის ბინადარი პოსტიდან მიდისო. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა კანონი ყოფილი პრეზიდენტებისა და მათი ოჯახების იმუნიტეტის შესახებ გამოძიებასა და სასამართლო დევნასთან დაკავშირებით. თუმცა ამ კანონით გაჩენილ ხმებს, რომ ეს შესაძლოა ნიშნავდეს პუტინის პენსიაზე გასვლას, ანეიტრალებს სათათბიროს მიერ მიღებული მეორე კანონი, რომელიც 2024 წლის შემდეგაც, 68 წლის ვლადიმირ პუტინის მმართველობას ვადის კიდევ 12 წლით გაგრძელების საშუალებას იძლევა.

როგორც რუსი პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი საკუთარი უსაფრთხოების საკანონმდებლო დონეზე დაცვის უზრუნველყოფას ესწრაფვის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, მაგრამ ამ ახალი კანონს არავითარი კავშირი არ აქვს მის პენსიაზე გასვლის გეგმებთან. "რისი თქმაც ჩვენ ახლა შეგვიძლია, ის არის, რომ იგი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენ არ ვიცოდეთ და ვერ მივხვდეთ იმას, თუ იგი როდის გადადგება“, - აღნიშნავს ტატიანა სტანოვაია.

ორი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ვლადიმირ პუტინის მიერ გაზაფხულზე წარმოდგენილ კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც არის ჩადებული, ორმაგი შთაბეჭდილების განცდას იწვევს. რუსეთის ლიდერს მოსწონს ხოლმე ერთი და იგივე მოვალეობის ორ ადამიანზე განაწილება, რომლებსაც სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ. იგი ხშირად ახდენს ამოცანების დელეგირებას ერთმანეთის კონკურენტ სამინისტროებსა და უწყებებზე. მისი ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს მოქნილობას იმ შემთხვევისათვის, თუ ზოგიერთი პიროვნება ან რომელიმე ინიციატივა წარუმატებელი იქნება. გარდა ამისა, ამგვარი მიდგომა იმის გარანტიაც არის, რომ ქვეშევრდომები უფრო მეტად იქნებიან დაკავებულნი ერთმანეთთან ბრძოლით, ვიდრე "შეთქმულების მომზადებით“ უზენაესი მმართველის წინააღმდეგ“, - ნათქვამია სტატიაში.

"ორი კანონი, რომელიც ვლადიმირ პუტინს კრემლის მიღმა და კრემლში ყოფნის დროს იცავს, ზუსტად შეესაბამება მის ზემოთ ნახსენებ მიდგომებს. ანალიტიკოსების აზრით, ამჟამად, პირველთან შედარებით, მეორე ბერკეტით სარგებლობა უფრო ხელსაყრელია.

როგორც პრეზიდენტი, რომელმაც თავის ხელში სრულად მოიქცია პოლიტიკური ძალაუფლება, შემდეგ კი თავისი გეგმების შესაბამისად შექმნა კანონები, ვლადიმირ პუტინი აცნობიერებს, რომ მის ყოველ მემკვიდრეს შეუძლია იგივე გააკეთოს და ადვილად შეცვალოს მის მიერ მიღებული საკანონმდებლო გარანტიები. მას შეეძლო თავისი მემკვიდრე უფრო ადრე მოეძებნა, თუმცა არც დღესაა გვიან, თუ თვითონ მოისურვებს... ამასთან, მან იცის, რომ მისი არჩევანი შეიძლება შეცდომა აღმოჩნდეს“, - ამბობს ტატიანა სტანოვაია.

ვიდრე ვლადიმირ პუტინი არ იპოვის ამ თავსატეხის ამოხსნის წესს, ლაპარაკი მის გადადგომასა და პენსიის დანიშვნაზე ნაადრევია, მაგრამ ამ ეტაპზე სათადარიგო ვარიანტების არსებობა ზედმეტი მაინც არ იქნება“, - ასკვნის სტატიის ავტორი. წყარო

სიმონ კილაძე

ალექსეი ნავალნიმ სატელეფო საუბარი გამოაქვეყნა პირთან, რომელიც სავარაუდოდ მისი მოწამვლის მონაწილეა

"კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის" - ჯანმო

რას ნიშნავს "ბეთლემის ვარსკვლავის" დაბრუნება - 21 დეკემბრის ღამეს ასტრონომები სატურნისა და იუპიტერის "შერწყმას" ელოდებიან