ნიკო მჭედლიშვილი - მთავრობაში ახალი საკადრო გადაადგილება არ იგეგმება

ნიკო მჭედლიშვილი - მთავრობაში ახალი საკადრო გადაადგილება არ იგეგმება

მთავრობაში ახალი საკადრო გადაადგილება არ იგეგმება, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა, ნიკო მჭედლიშვილმა დღეს გააკეთა.

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება სპეციალურად პრემიერ-მინისტრის დავალებით გააკეთა, რადგან გაქარწყლდეს მითქმა-მოთქმა, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში მედიაში ვრცელდება.

"ჩემი განცხადების მიზანია მასმედიაში გავრცელებული მითქმა-მოთქმის გაქარწყლება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მინისტრმა უკვე დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. არ იქნება არანაირი საკადრო გადაადგილება", -აღნიშნა მჭედლიშვილმა.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრობიდან ალექსანდრე კვიტაშვილის წასვლას, მჭედლიშვილის თქმით, კვიტაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოდან მიიღო შეთავაზება და თანამდებობიდან წასვლა სწორედ ამას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე