ავტორი:

"თვალები რომ გავახილე, ჰარის ჩემი ხელი ეჭირა, ორივე ვტიროდით“ - მეგან მარკლი იხსენებს პერიოდს, როდესაც მუცელი მოეშალა

"თვალები რომ გავახილე, ჰარის ჩემი ხელი ეჭირა, ორივე ვტიროდით“ - მეგან მარკლი იხსენებს პერიოდს, როდესაც მუცელი მოეშალა

"ნიუ იორკ თაიმსი" ინგლისის პრინც ჰარის ცოლის, მეგან მარკლის საავტორო სვეტს აქვეყნებს, სათაურით - "თითქმის აუტანელი მწუხარება." სტატიაში მეგანი საუბრობს იმ მძიმე პერიოდის შესახებ, რომელიც მას და ჰარის მიმდინარე წლის ივლისში ჰქონდათ. მეგანი გვიყვება, რომ ამ პერიოდში ის მეორე შვილზე იყო ორსულად და ბავშვი დაკარგა.

“როდესაც ჩემს პირველ შვილს ვეფერებოდი, ვიცოდი, რომ მეორეს ვკარგავდი“, - წერს მეგანი. ის აღწერს, თუ როგორ უყურებდა თავის "გულგატეხილ ქმარს“, რომელიც "ნამსხვრევებად ქცეული ცოლის დამშვიდებას ცდილობდა".

"დანაკარგი და ტკივილი 2020 წელს ყველა ჩვენგანთანაა“, - წერს სასექსის ყოფილი ჰერცოგინია და იმ მომენტს იხსენებს, როდესაც იგრძნო, რომ ბავშვს კარგავდა. აღწერს, რომ როდესაც არჩიზე ზრუნავდა, მუცელში უჩვეულო ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"საათების შემდეგ საავადმყოფოში გამეღვიძა, საწოლში ვიწექი და ჩემი ხელი ჩემს ქმარს ეჭირა ხელში. ორივე ვტიროდით“ - წერს მეგანი.

ყოფილ ჰერცოგინიასთან დაახლოებულმა წყარომ BBC-ის უთხრა, რომ მეგანს ახლა ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. ბუკინგემის სასახლეში კი აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. "ეს ძალიან პირადული საკითხია და კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - ამბობს ბუკინგემის სასახლის პრესსპიკერი.

აღსანიშნავია, რომ მეგანმა ყველას მოუწოდა, რომ მადლიერების დღისთვის მაინც დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ არიან გარშემო მყოფი ადამიანები და ჰკითხონ ერთი რამ - "კარგად ხარ? ხომ არაფერი გაწუხებს?“

მეგანისა და ჰარის პირველი შვილი, არჩი 2019 წლის 6 მაისს დაიბადა. 2020 წლის იანვარში წყვილმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთიდან წასვლა გადაწყვიტეს, ისინი ჯერ კანადაში, ხოლო შემდეგ აშშ-ში, კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

"როდესაც საუკეთესოს ეთამაშები, მაგრამ შენც საუკეთესო ხარ" - რას წერს ბასილაშვილის მეგობარი გოგო ნიკოლოზის ფედერერთან გამარჯვების შემდეგ

"ოცნება ამიხდა...დაუჯერებელია“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი როჯერ ფედერერთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ

ისტორიული გამარჯვება - ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა