ყველაზე წარმატებულმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა და ამით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ კი განაცხადა:
"რა თქმა უნდა, დაუჯერებელია, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. მასთან თამაში ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მე ბედნიერი ვარ, რომ ის დაბრუნდა, ოცნება ამიხდა. ის ჩემი კერპი იყო. ის არაჩვეულებრივი, დაუჯერებელი მოთამასეა, ძალიან გახარებული ვარ. ჩემთვის ფედერერი კერპია“ - თქვა ბასილაშვილმა.
დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა. და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
პირველი სეტი ფედერერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ნიკოლოზმა მეორე სეტში გაათანაბრა და მესამე სეტიც მისი გამარჯვებით დამთავრდა - 3:6, 6:1, 7:5.