ავტორი:

"ტირილით ჩამოვიდა კლინიკიდან, რომელმაც არ მიიღო..." - ახალციხეში კორონავირუსით მამა-შვილი გარდაიცვალა

"ტირილით ჩამოვიდა კლინიკიდან, რომელმაც არ მიიღო..." - ახალციხეში კორონავირუსით მამა-შვილი გარდაიცვალა

ახალციხის რაიონის სოფელ წყალთბილაში მამა-შვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. "ფორმულასთან" ოჯახის ახლობლები ყვებიან, მას შემდეგ რაც 47 წლის ქალი ვირუსით სახლში გარდაიცვალა, 73 წლის მამის საავადმყოფოში გადაყვანა სცადეს, მაგრამ სასწრაფომ გადაყვანაზე უარი თქვა.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც 41 გრადუსამდე ტემპერატურა აღენიშნებოდა, კლინიკაში თავად წავიდა, მაგრამ იქ მიღებაზე უარი განუცხადეს. მიზეზად კი გიორგობის დღესასწაული დაუსახელეს და აღნიშნეს, რომ ექიმები არ ჰყავდათ.

"ჩვენმა ექიმმა თქვა, დაუძახეთ სასწრაფოსო. სასწრაფომ თქვა, აუცილებელია საავადმყოფოში წასვლა. მომაკვდავი გოგო სახლში იყო, თვითონ წავიდა მეორე გოგოსთან ერთად საავადმყოფოში, იქ უთხრეს, რომ დღეს გიორგობაა, ექიმები არ არიან, უკან ტაქსით ჩამოვიდა ტირილით, გუშინწინ გოგო მოკვდა, გუშინ დილით თვითონ მოკვდა", - ამბობს ფორმულასთან საუბარში გარდაცვლილთა ოჯახის ახლობელი ლიდა პოღოსოაინი.

სიახლე მძღოლებისთვის - ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

"დატვირთული ანამნეზი ჰქონდა" - "იმედის კლინიკის" ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი ქართული ღვინის გლობალური ბრენდის შესახებ „The New YorkTimes“ სტატიას აქვეყნებს