ავტორი:

ვინ მიიღებს 1200-ლარიან დახმარებას - რა სოციალურ დახმარებებს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?

ვინ მიიღებს 1200-ლარიან დახმარებას - რა სოციალურ დახმარებებს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?

28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

"28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ჩვენ ვაძლევთ ჩვენ მოქალაქეებს საშუალებას ვიზეიმოთ ახალი წელი და რელიგიური დღესასწაულები, ხოლო შემდგომ ისევ ვუბრუნდებით შეზღუდვებს 3 იანვრიდან 16 იანვრამდე. ყველაფერთან ერთად მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთვრობის გადაწვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ცხადდება უქმე, დასვენების დღეები, რაც მობილობის შემცირებაში მოგვეხმარება.16 იანვრის შემდგომ ყველა შეზღუდვა იხსნება, რჩება მხოლოდ შეზღუდვები შაბათ-კვირას“, - განაცხადა გახარიამ.

მან ისაუბრა იმ დახმარებებზეც, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები თუ ბიზნესი მიიღებენ ამ პერიოდში.

"რაც შეეხება სოციალური და ბიზნესის დახმარების მე-4 ტალღას, ყველას გვახსოვს, რომ ამ დახმარების წინა 3 ტალღა იყო უკიდურესად მიზნობრივი. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, მოლებს, ბაზრობებს, მაღაზიებს, სადაც დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეები არიან დასაქმებულები, ჩვენ ვაწესებით იგივე სახის დახმარებას, რაც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღისას, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც მუშაობენ.

ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, ვიღებთ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომლესაც გააჩნია სესხი და ამ სფეროშია დასაქმებული, მიზნობრივად მივეხმაროთ სესხის გადავადებაში.

4 თვის განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახდები, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირის, სახელმწიფოსგან დაიფარება. გახსოვთ პირველი ტალღის დახმარებების დროს ჩვენ იმ ადამიანებს, ვინც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში 1200 ლარი გადავუხადეთ, ეს პროგრამა ისევ ამოქმედდება - დაწყება 1-ლ იანვარს და გაგრძელდება ასევე 6 თვის განმავლობაში, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კრიზისისას დაკარგავს სამსახურს, სახელმწიფოსგან მიიღებს 1200-ლარიან დახმარებას, ყოველ თვე 200 ლარს. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, ეს ის ჯგუფია, რომელიც დღევანდელი და მსგავსი კრიზისების დროს, ყველაზე მოწყვლადია, ამიტომ 65 000- დან 100 000-მდე ქულის მქონე ყველა ოჯახს, 6 თვის განმავლობაში ექნება 100 ლარი ყოველთვიურად. დამატებით, 0-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 -წლამდე არასრულწლოვანი შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარის ოდენობის დახმარება. ასევე 18-წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, სესხების გადავადება თითოეულ იმ სფეროში, რომელსაც ჩვენ გავაჩერებთ, იქნება მნიშვნელოვანი, ამიტომ თითოეულ ინდმეწარმესა და ფიზიკურ პირს, რომელსაც ჩვენი დახმარება დასჭირდება, დავეხმარებით", - განაცხადა გახარიამ.

"გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში რამდენიმე თვეში შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას" - პრემიერი

"როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ" - კარლ ჰარცელი

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს