ავტორი:

"9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან

"9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან

წლის ყველაზე მასშტაბური სავაჭრო მოვლენის აღსანიშნავად ექსტრაზე ფასდაკლებების სერია - “9 შავიპარასკევი” დაიწყო! 21 ნომებრიდან, Extra.ge-ზე მომხმარებელს აქვს საშუალება, შეიძინოს რაც გაუხარდება ჯამურად 70%-მდე ფასდაკლებით. აქცია სრულდება 30 ნოემბერს და მოიცავს ელექტრონული კომერციისთვის კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან და ღირსშესანიშნავ თარიღს - “Cyber Monday”-ს.

Extra.ge მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს ონლაინ ვაჭრობის სამომხმარებლო გამოცდილება. “შავი პარასკევი” რომ ასე გრანდიოზულად აღგვენიშნა, მზადება დიდი ხნით ადრე დავიწყეთ. შევძელით და პარტნიორ მაღაზიებთან ერთად მომხმარებელს შევთავაზეთ 50%-მდე ფასდაკლებები, 8000-ზე მეტ აქტუალურ და სეზონურ პროდუქტზე. ვეცადეთ ვყოფილიყავით მომხმარებლის ინტერესებზე მეტად მორგებული და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ექსტრაზე 1 ფასდაკლების დღის ნაცვლად, „9 შავი პარასკევი” გვქონოდა! - აცხადებს ექსტრას აღმასრულებელი დირექტორი, თამუნა ბუაძე.

ე.წ. “შავი პარასკევის” აქცია, კიდევ უფრო ხელსაყრელი გახადა Mastercard-მა, რომელმაც ექსტრას მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება აჩუქა. Mastercard- ის პირველ 600 მომხმარებელს Extra.ge-ზე აქვს საშუალება 500 ლარამდე შენაძენზე ისარგებლოს დამატებით 20%-იანი ფასდაკლებით, ხოლო 500 ლარს ზემოთ მათ ნებისმიერ შენაძენს დააკლდება 100 ლარი. დღეს, როდესაც პირადი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, უდიდესი კომფორტია როდესაც ონლაინ შეგიძლია შეარჩიო სასურველი ნივთი და სახლიდან გაუსვლელად მიიღო ის 70%-მდე ფასდაკლებით, თუ მითუმეტეს Mastercard-ის მომხმარებელიც ხარ. მაშ ასე, 30 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ შეარჩიოთ რაც გაგიხარდებათ Extra.ge-ს 8000-ზე მეტი ფასდაკლებული პროდუქტიდან, რომელიც თავმოყრილია შემდეგ კატეგორიებში:

  • სახლი და ეზო
  • კომპიუტერული ტექნიკა
  • მობილურები და აქსესუარები
  • საოჯახო ტექნიკა
  • სილამაზე და თავის მოვლა
  • ქართული პროდუქცია
  • ყველაფერი ბავშვებისთვის
  • ავტოსამყარო
  • მოდა
  • წიგნები

Extra.ge-ს კურიერები, კი სასურველ შენაძენს პირდაპირ სახლში მოგართმევენ, სადაც არ უნდა იყოთ, მთელი საქართველოს მასშტაბით.

(R)

ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონალინ, B2B ფორმატში გამართავს

სწავლა თამაშით - "პრინტარეას" ახალი გასაფერადებელი რუკები, რომელიც თქვენს შვილს გეოგრაფიას შეაყვარებს

ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია