ავტორი:

"ახლა შოთა კლინიკაშია, უკეთაა, მაგრამ სუსტად... ამ საღამოს დედამისიც იმავე კლინიკაში გადაიყვანეს" - პოეტ შოთა იათაშვილის მეუღლის ემოციური წერილი

"ახლა შოთა კლინიკაშია, უკეთაა, მაგრამ სუსტად... ამ საღამოს დედამისიც იმავე კლინიკაში გადაიყვანეს" - პოეტ შოთა იათაშვილის მეუღლის ემოციური წერილი

პოეტ შოთა იათაშვილს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა. თავიდან იგი მკურნალობას სახლში გადიოდა, თუმცა შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას იათაშვილი მუდმივად აქვეყნებს "ფეისბუქზე".

"მეგობრებო, უკეთა ვარ. მეორე დღეა, რაც სიცხემ დამიწია, თვალში გამოვიხედე. ასე რომ აღარ იდარდოთ, როგორც ჩანს, კრიზისული პერიოდი გადავიარე" - დაწერა რამდენიმე საათის წინ იათაშვილმა.

ცნობილია, რომ ინფიცირებულია პოეტის დედაც. ისიც იმავე კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც იათაშვილი.

ცოტა ხნის წინ ინფიცირებულ მეუღლესთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, მწერალმა მაია სარიშვილმა:

"დიდხანს ვიფიქრე ღირდა თუ არა საჯაროდ ამის დაწერა, მაგრამ იყოს მაინც და კოვიდიანის ახირებას მიეწეროს ჩემს გასამართლებლად :) 1996 წლის დღევანდელ დღეს, ანუ 26 ნოემბერს მე და შოთა პირველად შევხვდით ერთმანეთს ვერის ბაღში და მე დიდად არ მახსოვს რაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ მახსოვს ხელზე გოგო დავიხატე პასტით და მთელი შეხვედრის განმავლობაში ამ გოგოს კონტურებს ვამუქებდი...მას მერე, ყოველ 26 ნოემბერს დღიურს ვავსებ და ერთ საქაღალდეში ვინახავ ამ დღის სახსოვარ ფოთლებს, ნახატებს, კანფეტის ქაღალდებს, თუ სხვა ძვირფას წვრილმანებს. ამ 24 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთადაც და ცალ-ცალკეც, მათ შორის სხვადასხვა სახლებში ცხოვრებაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ასე გამოვიდა, რომ მაინც ერთად ვართ.

ვიცი, რაღაც კონკრეტული მიზეზების გამო ვიღაცებისთვის უთავმოყვარეობაც კი ჰქვია ალბათ ჩემს მისდამი ასეთ თავგანწირულ სიყვარულს, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ერთად გვიხარია... ახლა შოთა კლინიკაშია. უკეთაა, მაგრამ სუსტად. ამ საღამოს დედამისიც იმავე კლინიკაში გადაიყვანეს, საკმაოდ დაუძლურებული. მე კი ვწევარ შოთას სახლში, ვარ არც თუ ისე ყოჩაღად და ვწერ ამ წერილს მისთვის და ყველასთვის, ვისაც არ სჯერა, რომ შეუძლებელია 24 წელი ერთი ადამიანი გიყვარდეს. ბარემ ამასაც დავწერ: ყველაზე ხშირად მათთან შეხვედრა მინდება ხოლმე, ვისაც შოთა საშინლად არ უყვარს. ასე მგონია, სულ ცოტა დროს თუ დამითმობენ და მომისმენენ, სულ იოლად გადაიფიქრებენ მის სიძულვილს... მოკლედ, ასეა" - წერს სარიშვილი.

"გადაჭედილი" ტრანსპორტი დღის ბოლოს - "ღია კარებით დადიან და შიგნით ჭყლეტაა"

"ვირუსი პნევმონიით გამირთულდა, მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ... არასოდეს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი" -  რას წერს გივი თარგამაძე "ფეისბუქზე"

"გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ "თრეველერ.ჯის" მომსახურებით! დაგვეხმარეთ სამართალის ძიებაში!" - რას წერს შატილის ავარიას გადარჩენილი