ავტორი:

AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობა არაზუსტად განსაზღვრეს - მეცნიერები ახალი მასშტაბური კვლევის ჩატარებას გეგმავენ

AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობა არაზუსტად განსაზღვრეს - მეცნიერები ახალი მასშტაბური კვლევის ჩატარებას გეგმავენ

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინის ეფექტურობა შესაძლოა, არაზუსტად განსაზღვრეს. ამის შესახებ "ევრონიუსი“ წერს. ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია გასულ ორშაბათს გამოქვეყნდა და მასში ნათქვამი იყო. რომ ეფექტურობა 90-%-ზე მეტს შეადგენდა.

მოგვიანებით კი უჩვეულო რამ გაირკვა - ვაქცინა 90%-ზე უფრო ეფექტური იყო კვლევაში ჩართულ ადამიანთა იმ ჯგუფში, რომლებმაც მისი შედარებით მცირე დოზა მიიღეს - პირველ ეტაპზე ნახევარი დოზა, ხოლო შემდეგ ეტაპზე, მთლიანი დოზა.

კვლევაში ჩართულ იმ ჯგუფში კი, სადაც ადამიანებმა ვაქცინის უფრო მეტი, კერძოდ კი ორი სრული დოზა მიიღეს, ვაქცინამ ნაკლები ეფექტურობა აჩვენა - 62%. შესაბამისად, სამეცნიერო წრეებში აღნიშნულმა ფაქტმა კითხვები გააჩინა.

AstraZeneca-ს ბიოფარმაცევტული საშუალებების კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელი მენე პეგალოსი "როიტერსთან“ ამბობს, რომ ვაქცინის კვლევაში ჩართულმა ზოგიერთმა მონაწილემ "არასწორი დოზა" მიიღო, თუმცა ის ყოველივეს "სასარგებლო შეცდომას" უწოდებს.

განცხადება გააკეთეს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი თქმით, ზოგიერთ საცდელ ფლაკონში არ იყო ვაქცინის სწორი კონცენტრაცია.

ექსპერტთა თქმით, ვაქცინის მცირე დოზა მიიღო მოხალისეთა შედარებით მცირე ჯგუფმა - 2 741-მა ადამიანმა, სწორედ ამის გამო მისი ეფექტურობის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი იყო. ამასთან, კვლევაში ჩართულნი იყვნენ მხოლოდ 55 წლამდე ადამიანები და როგორც ცნობილია, მათი იმუნური სისტემა უფრო ძლიერია, ამიტომაც ვაქცინის ზუსტი ეფექტურობის დადგენას ამანაც შეუშალა ხელი.

"ბლუმბერგის" ცნობით, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე, სავარაუდოდ, ახალ გლობალურ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ. ამის შესახებ AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg-ს განუცხადა.

კვლევის მიზანი ვაქცინის ეფექტურობის ზუსტი განსაზღვრა იქნება.

რა გაფრთხილება მისცა ინტერპოლმა 194 ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა - დიდ ბრიტანეთში მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება

სინგაპურმა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა