ავტორი:

"ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს - სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია" - მაია ცქიტიშვილი

"ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს - სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია" - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია, ხოლო არსებული რესურსი სრულად არის ჩართული ეპიდემიის მართვაში.

„ნებისმიერ ისეთი ტიპის გაფართოვებულ სამედიცინო სივრცეებში, ეს იქნება საველე ჰოსპიტალი, სამხედრო ჰოსპიტალი, ყველგან საჭიროა ექიმების მომსახურება. სწორედ რეანიმატოლოგები, სამედიცინო პერსონალი ყველაზე ის შეზღუდული რესურსია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელსაც ჩვენ ვერ გავზრდით. ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება მოსაზრებებს კოვიდვითარების მართვაში სამხედრო ექიმების ჩართულობასთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ „უფრო იმითაც უნდა დაინტერესდნენ, რა რესურსია სამხედრო ექიმების ნაწილში“.

„ქვეყანაში არსებული სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია და ის რესურსი, რომელიც დღეს არის სამედიცვინო სფეროში პრაქტიკულად სრულად ჩართულია ეპიდემიის მართვაში. ამიტომ, პირველ რიგში, ყველას ამოცანა არის ნებისმიერი ასეთი ტიპის ასოციაციის, სხვა მოქალაქის თუ ორგანიზაციის, რომელსაც დღეს აწუხებს საქართველოში ეპიდემიის მართვა, რომ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ იმ მოწოდების ირგვლივ, რომელიც გულისხმობს პირბადეების საყოველთაო მოხმარებას. ასევე, იმ სავალდებულო წესების დაცვას, რომელიც დადგენილია ყველა იმ ბიზნესისთვის და ორგანიზაციისთვის, რომელიც ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ასევე ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ იმის ირგვლივ, რომ მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალქეებს, დამსაქმებლებს,ზედმიწევნით შეასრულონ ყველა რეგულაცია. ამით ყველა ვართ ჩართულნი იმ პროცესში - შევამციროთ ეპიდემიის გავრცელების ტემპი. შესაბამისად, შევამციროთ ზეწოლა ჩვენს სამედიცინო სექტორზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რამდენი თავისუფალი საწოლია დღეს, Covid-პაციენტებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით

რამდენ ხანს შეიძლება გაჰყვეს ადამიანს იმუნიტეტი კოვიდის გადატანის შემდეგ? -  "მძიმე პაციენტებს უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი დაუდგინდათ"

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე სკოლის ხელმძღვანელებისთვის ხელმისავწდომი იქნება