ავტორი:

"1-ლი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზას მივიღებთ" - გაბუნიას თქმით, ვაქცინაცია გაზაფხულზე დაიწყება

"1-ლი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზას მივიღებთ" - გაბუნიას თქმით, ვაქცინაცია გაზაფხულზე დაიწყება

ვაქცინა დღესვე რომ გვქონდეს ხელმისაწვდომი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვალვე არ მოვა ვაქცინის გასაკეთებლად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მთავრობა მუშაობს ქვეყნისთვის განსაზღვრული 700 ათასი დოზა ვაქცინის დროულად მისაღებად.

„ბევრ ქვეყანაში დიდი კითხვის ნიშნები ისმის ვაქცინის სარგებელთან, შესაძლო გვერდით მოვლენებთან და იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება მისი გრძელვადიანი შედეგები. ამაზე, რა თქმა უნდა, მეცნიერები გვპასუხობენ, თუმცა ამასაც სჭირდება კომუნიკაცია. ვაქცინა ჩვენთვის გარკვეულწილად იმედის სხივია, ეს არის ეპიდემიისთვის დასასრულის დასაწყისი.

საქართველო არის „კოვაქსის“ ინიციატივის მონაწილე. ამ შემთხვევაში „კოვაქსის“ ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანას ექნება ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ვაქცინებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ მწარმოებლებთან დიალოგზე არ გავდივართ. „კოვაქსი“ ეს არის ჯანმოსა და ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივა, რაც გვეხმარება, რომ ხარისხიანი ვაქცინა მივიღოთ. პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ვაქცინა ფიზიკურად უნდა გვქონდეს, ჯანდაცვის სისტემა ლოჯისტიკური პროცესის გამართვისთვის ემზადება.

„ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მექანიზმის გაძლიერებას. მაგალითად, „ფაიზერის” ვაქცინას შენახვისთვის მინუს 60-80 გრადუსი სჭირდება, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ტექნოლოგიურ გადაწყვეტას საჭიროებს. დღეს ამაზე მიდის აქტიური მუშაობა. უკვე დაგეგმვა დაწყებულია და ვფიქრობთ, მომავალი წლის პირველი ორი თვე სრულად დაეთმობა ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამართვას, რათა გაზაფხულისკენ, თუ ყველაფერი მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდა, ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციის დაწყება შევძლოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

"ეს "შავი პარასკევი" საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იქნება შავი პარასკევი! ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება!" - გიორგი ფხაკაძე

"რვა ბავშვი დაობლდა... გამძლეობას ვუსურვებთ ამ ტკივილის გადასატანად" - მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალი შეეწირა, მათგან ერთი ექთანი

"სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, რომ საჭიროებისამებრ მრევლს რძის ნაწარმის გამოყენების ნება მისცენ" - პატრიარქის მიმართვა საშობაო მარხვასთან დაკავშირებით