ავტორი:

პოლიციამ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით, ხოლო მეორე პირი არასრულწლოვანია.

“ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული. ერთია არასრულწლოვანი”, - განაცხადა ვლადიმერ წითლაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათგან ამოღებულ სავარაუდო იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა.

ცნობისთვის, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის" ფილიალში ინციდენტი მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ავერსის" პრესსამსახურში განუცხადეს, აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რაც წარმოადგენს რეცეპტით გასაცემ პრეპარატს. მას შემდეგ კი, რაც არასრულწლოვნებმა ფარმაცევტისგან უარი მიიღეს, მას სათამაშო "ფისტოლეტით" დაემუქრნენ.

ბათუმში, ფიტნეს-ცენტრთან, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ საცხოვრებელ სახლად იქირავა, ხმაურია - შენობაში სამართალდამცველები იმყოფებიან

ყაზბეგის გამზირზე "ავერსის" ფილიალთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული - "არასრულწლოვნები ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ითხოვდნენ"

ზუგდიდში არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის 43 წლის მამაკაცი დააკავეს - შსს-ს ინფორმაცია