ავტორი:

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - “რეფორმერი ფიტნესმა”  რეგულაციების მიუხედავად მუშაობა არ შეწყვიტა და დაწყებულია გამოძიება"

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - “რეფორმერი ფიტნესმა”  რეგულაციების მიუხედავად მუშაობა არ შეწყვიტა და დაწყებულია გამოძიება"

“რეფორმერი ფიტნესმა” დადგენილი რეგულაციების მიუხედავად მუშაობა არ შეწყვიტა და დაწყებულია გამოძიება", - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ობიექტი შრომის ინსპექციის მიერ გუშინ დაჯარიმდა.

“ეს ობიექტი შრომის დაცვის ინსპექციის მიერ დაჯარიმებული იქნა გუშინ. ასევე, დღესაც მოხდა აღნიშნული ობიექტის გამოვლენა, რომ ობიექტმა დადგენილი რეგულაციების მიუხედავად მუშაობა არ შეწყვიტა. ჩვენთან შემოვიდა მასალები და დაწყებულია გამოძიება”, - განაცხადა ანანიაშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში", რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. დარბაზში იმყოფება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა მოგვიაენებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე ობიექტი - ბათუმში შპს "ონლაინ მეჯიქ" ე.წ. "რეფორმერი ფიტნესი" და რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი" დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

"რუკები, რომლის არგამოყენებისთვისაც მისცეს პასუხისგებაში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, კარტოგრაფიულად უვარგისია" - ადვოკატი ექსპერტიზის ახალ დასკვნაზე

"ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით" - ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას

პოლიციამ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა