ავტორი:

ევროკავშირის ელჩი საკუთარ რეზიდენციაში კობა ნაყოფიას და გრიგოლ ვაშაძეს ხვდება: "მოულოდნელად დაგვიბარეს"

ევროკავშირის ელჩი საკუთარ რეზიდენციაში კობა ნაყოფიას და გრიგოლ ვაშაძეს ხვდება: "მოულოდნელად დაგვიბარეს"

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან, კობა ნაყოფიასა და გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გარდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც ესწრება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, ეს შეხვედრა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი არ არის.

„მესამე რაუნდი არაა, მოულოდნელად დაგვიბარეს და მოვედით," - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გასულ კვირებშიც იმართებოდა.

"მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად მასთან იყო შეთანხმებული" - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ცნობილია, რა წერია ოპოზიციის "ამნისტიის პროექტში"