ავტორი:

"მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად მასთან იყო შეთანხმებული" - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

"მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად მასთან იყო შეთანხმებული" - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ელჩს კენი დეგნანს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნათელაშვილი პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომლითაც ამნისტიასთან დაკავშირებით დეგნანის განცხადებას ეხმაურება:

"ასეთი დიქტატორი მმართველი როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ - დაშკოვი. ნახეთ ერთი რა ბრძანებებს იძლევა. საინტერესოა, სად იპოვა ბიძინამ ასეთი ერთგული კანდიდატურა ამხელა ამერიკაში?

ჩემს მხრივ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა განსაკუთრებით ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ პირადად მასთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული. ამიტომ მოიკლა თავი და აიძულა ოპოზიციის ნაწილი სამარცხვინო ულტიმატუმზე მოეწერათ ხელი" - წერს ნათელაშვილი.

"მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი "ოცნება 2" არ არის" - ოხანაშვილი გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"