ავტორი:

"ველით, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ" - ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებს პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება

"ველით, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ" - ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებს პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატებმა თბილისის საქალქო სასამართლოსთან განუცხადეს.

სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში მართლმსაჯულების პროცესს ხელს შეუშლიან.

„ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თავისუფლების ყოფნის პერიოდში მართლმსაჯულების პროცესს ხელს შეუშლიან, შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო დაცვის მხარის არგუმენტირებულ პოზიციას გაითვალისწინებს - შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიების სახე და არ იყოს პატიმრობა გამოყენებული, ასევე თავდებობას ვთავაზობთ - 200-მდე ადამიანის ხელწერილი გვაქვს. არანაირი ხელშეშლის საფუძველი არ არსებობს, რომ ბრალდებულები მართლმსაჯულებას პროცესს ხელს შეუშლიან და ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ მოხდება მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. თავდების ჯგუფის გარკვეული ნაწილია პოლიტიკოსები, მათ შორის დეპუტატები, საზოგადოების ცნობილი და სანდო პირები გვყავს წარმოდგენილი და ვფიქრობ, სასამართლოს არ ექნება არგუმენტი, რომ მათი შუამდგომლობა თავდებობასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინოს", - განაცხადა ლონდარიძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ბრალდებულების გათავისუფლებას პირადი თავდებობით ითხოვს.

საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის თქმით, ბრალდების მხარის პოზიცია კატეგორიული იქნება, რადგან ეს საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.

„ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაა ბრალდებულების მიმართ გამოყენებული იყოს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის ძალაში დარჩენა, რადგან მათი გამოძიებაში უარყოფითი მონაწილეობის საკითხი მაღალი ხარისხით არსებობს. დარწმუნებული ვარ, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ამ საქმეზე, რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია კატეგორიული იქნება, რადგან ეს საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. ნაწილი ექსპერტიზის დასკვნა მიღებულია, ნაწილს კი ველოდებით. როგორც მოგეხსენებათ, უამრავი მტკიცებულებაა მოპოვებული, თუმცა ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის და ბუნებრივია, ამ დასკვნებსაც მივიღებთ", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების საქმის პროკურორებს სასამართლოსთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ.

„მონა მიხეილ" - ამ შეძახილებისა და ტაშის ფონზე მოუწია საქმის პროკურორს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 46 წლის ხიზირ გაურგაშვილ დააკავეს

"ჩანაწერში ბრალდებული ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად" - პროკურორი

"თბილისელია და სოფელში სტუმრად იყო, მის შვილთან ერთად მოხდა ეს ამბავი" - ვინ არის ნატანებში მოკლული მამაკაცი და რას ყვებიან ტრაგედიაზე ადგილობრივები