ავტორი:

"არავინ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე" - ამირან გამყრელიძე

"არავინ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე" - ამირან გამყრელიძე

"პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს რომ 3216 შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა.

"ჩვენ პიკს ველოდებოდით და ამაზე ვსაუბრობდით, სანამ მკაცრი შეზღუდვები დაიწყებოდა. ანუ ვპროგნოზირებდით ნოემბრის მეორე ნახევარში და ვიცით, რომ პიკში შესული ვართ. ყველდღიურად 3-დან 4000-მდე ინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს. დღეს რომ 3216 შემთხვევაა ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა, იმიტომ, რომ შაბათ-კვირას ასეა ხოლმე, განსაკუთრებით კვირას.

ჩვენ პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, როგორ დავიცავთ იმ რეგულაციებს, რომელიც დაწესებულია. შესაძლებელია, იყოს კიდევ უფრო ზრდა, მაგრამ დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სტაციონარიზაციის კუთხით, ქვეყანაში გარკვეული ხარვეზები არის, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი დაბალია.

“არავინ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ მართვადია. დილით იყო დაახლოებით 350-მდე თავისუფალი საწოლი, თუ მეტი არა და მათ შორის, რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატი. ქვეყანაში დღეს 85 სრული კოვიდკლინიკაა. ასევე ბევრი მუშაობს ჰიბრიდულ რეჟიმზე, ამიტომ შესაძლებელია, ზოგიერთ კლინიკაში, სადაც ავადმყოფი მიემართება, თავისუფალი საწოლი არ იყოს. ვიცი, არსებობს გარკვეული ხარვეზები სტაციონარიზაციის, მაგრამ საბოლოოდ ვისაც სჭირდება, სტაციონარში თავსდება. ჩვენს ქვეყანაში სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი დაბალია”, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია... პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა დღეების მანძილზე არ დარეკა პაციენტთან"

ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, წისქვილები და ღვინის მარანი - მთიანაჭარას კაპნისთავის ტურისტული ბილიკი შეემატა

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს