ავტორი:

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა“,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 1303 ადამიანი გარდაიცვალა.

"სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1303 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა სიჭინავამ.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3759 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 139343 -ს.

"ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება..." - ანა მიქელაძე ადასტურებს, რომ ცესკო-დან წავიდა

საქართველოში კორონავირუსის 3759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რომელ რეგიონებშია ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?

2021 წლის ბიუჯეტი 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს - რაში აპირებს მთავრობა ყველაზე მეტი თანხის დახარჯვას?