ავტორი:

ავარია მთაწმინდაზე - გაჩერებული ავტომობილი, რომელსაც უკნიდან სხვა მანქანა დაეჯახა, სახლის სადარბაზოში შევარდა

ავარია მთაწმინდაზე - გაჩერებული ავტომობილი, რომელსაც უკნიდან სხვა მანქანა დაეჯახა, სახლის სადარბაზოში შევარდა

თბილისში, მთაწმინდაზე ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სახლის სადარბაზოში შევარდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მომხდარის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი ნინო მუსერიძე აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიაში მონაწილე მძღოლი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.

ფოტო: ნინო მუსერიძე

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19-სგან 2 947 ადამიანი განიკურნა, 45 კი - გარდაიცვალა

თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე "მარშრუტკას" ტრაილერი დაეჯახა - გარდაცვლილია სამარშრუტო ტაქსის მძღოლი

თბილისის მეტროს მემანქანე ზაზა გუდაძე კორონავირუსით გარდაიცვალა