ავტორი:

თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე "მარშრუტკას" ტრაილერი დაეჯახა - გარდაცვლილია სამარშრუტო ტაქსის მძღოლი

თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე "მარშრუტკას" ტრაილერი დაეჯახა - გარდაცვლილია სამარშრუტო ტაქსის მძღოლი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, თბილისი - ბათუმის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსს, რომელიც სავარაუდოდ, ფოთიდან მიდიოდა ტრაილერის ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ბათუმში პატრულის ავტომობილი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 50 პაციენტი გარდაიცვალა

ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი და აივანი ჩამოინგრა