ავტორი:

"სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს

"სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლითაც მან უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს მიმართა და მოუწოდა მათ, რომ მიხედონ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობენ.

"საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა, როგორც თქვენი...სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი თავის დროზე. ბევრისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არასდროს არაფერი მითხოვია, პირიქით ჩემი შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებსა, თუ ახლობელ მეგობრებს.

ამ ძნელბედობის ჟამს ვცდილობ ცოდნით და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს, ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში... მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდიურობა გახდა...რაც შეეხება შეცდომებს და პრობლემებს, ამაზე შუაგულ ომში არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ჩაივლის და ანალიზის დროც აუცილებლად დადგება..." - წერს ნანა გეგეჭკორი ცერცვაძის განცხადების საპასუხოდ.

ამავე თემაზე: "უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?! - მიხედეთ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ" - თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე

ბათუმში, კორონავირუსული ინფექციით 22 წლის გოგონა გარდაიცვალა - რა განაცხადეს კლინიკაში?