ავტორი:

"ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით, იაგოს შეეშალა... ნუ აცვამთ ჯვარზე, იშვიათად მინახავს მისნაირი წესიერი კაცი" - ელისაშვილი

"ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით, იაგოს შეეშალა... ნუ აცვამთ ჯვარზე, იშვიათად მინახავს მისნაირი წესიერი კაცი" - ელისაშვილი

"ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალუ ქსელში იაგო ხვიჩიასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

როგორც ელისაშვილი განმარტავს, პედოფილიას გამართლება არ აქვს, თუმცა "ხვიჩას გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი!".

"იაგო ხვიჩიაზე და მის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. თუმცა იმით დავიწყებ რომ ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით და მათთვის არანაირი სასჯელი არ მენანება და არ დამენანება!

იაგომ რაც თქვა აშკარად უშნოდ ნათქვამი იყო და მე როგორც აღვიქვი პედოფილიის გამართლება არ სურდა. არც მჯერა რო სურდა. მისი უშნოდ ნათქვამი ხელზე დაიხვიეს და მისი ასეთი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი!

შეეშალა კაცს, არ გამოუვიდა სათქმელი და ნუ აცვამთ ეხლა ჯვარზე. ჩემი და გირჩის აზრები ძალიან ბევრ რამეში სასტიკად არ ემთხვევა ერთმანეთს და არც დაემთხვევა, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს შორის იშვიათად მინახავს იაგოსავით თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი. ეს მინდოდა მეთქვა" - წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ხვიჩამ არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავება გააკრიტიკა.

"პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს", - წერდა იაგო ხვიჩია. მის განცხადებას სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მიწევს საჯარო სივრციდან დისტანცირება... დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა" - რას წერს უსუფაშვილი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"