ავტორი:

რა როლი აქვს D ვიტამინს ადამიანის ცხოვრების ხარისხის განსაზღვრაში და როგორ შევარჩიოთ პრეპარატი, რომელიც ეფექტურ შედეგს მოგვცემს

რა როლი აქვს D ვიტამინს ადამიანის ცხოვრების ხარისხის განსაზღვრაში და როგორ შევარჩიოთ პრეპარატი, რომელიც ეფექტურ შედეგს მოგვცემს

უკანასკნელი კვლევებით, D ვიტამინს არა მარტო ვიტამიანის, არამედ მძლავრი სტეროიდული ჰორმონის ფუნქცია აქვს მინიჭებული. ეს უმნიშვნელოვანესი ვიტამინ-ჰორმონი მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედსა და ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებაზე.

დადასტურებულია, რომ D ვიტამინს განსაკუთრებულად დიდი გავლენა აქვს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე. პრაქტიკულად, ის არის მძლავრი იმუნომოდულატორი. იმუნური სისტემის როლი კი, უდიდესია ინფექციებთან ბრძოლის კუთხით. ბოლო დროს ჩატარებულმა არაერთმაკვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებში Covid-19-ით დაინფიცირების რისკი მაღალია. ვირუსის არსებობის შემთხვევაში კი, მკურნალობის პროცესი საგრძნლობად რთული და ხანგრძლივი.

რა სიპმტომებმა უნდა დაგვაეჭვოს, რომ ორგანიზმს D ვიტამინი აკლია და რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს მისმა ხანგრძლივმა დეფიციტმა, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში.

ძვალსახსროვანი, გულსისხლძარღვთა, ენდოკრონული, ნერვული, იმუნური და რეპროდუქციული სისტემების დაავადებები. სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ ვიტამინის ნაკლებობა გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც და დეპრესიის გაჩენის შანსს ზრდის.

ბავშვებში, ხანგრძლივი დეფიციტით გამოწვეული ყველაზე რთული გამოვლინება არის რაქიტი.

რაც შეეხება ზოგადად სიმპტომებს: თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, ქრონიკული დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ადინამია, ენერგიის დეფიციტი, დეპრესია, ჭარბი ოფლიანობა, ხშირი ავადობა და სხვა.

საიდან იღებს ადამიანი D ვიტამინის საჭირო დოზას.

D ვიტამინის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 10 %-ის მიღება შეიძლება საკვები პროდუქტიდან, 90 %-ს კი, ადამიანი ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედებით გამოიმუშავებს. ზამთრის პერიოდში, როცა უმეტეს დროს დახურულ სივრცეში ვატარებთ, D ვიტამინის აუცილებელი დოზის მიღება პრაქტიკულად ვერ ხერხდება. ასეთ შემთვევებში, ვიტამინის დონის ნორმალიზება მედიკამენტის საშუალებით ხდება.

როგორ უნდა შევარჩიოთ და რა თვისებები უნდა ქონდეს პრეპარატს, რომ ნამდვილად მოგცეს სასურველი შედეგი? თემაზე პოლონური ფარმაცევტული კომპანიის „პოლფარმას“ წარმომადგენელი ნატო გოგალაძე საუბრობს.

როგორც კომპანია „პოლფარმას“ წარმომადგენილმა, სიამაყით შემიძლია ვისაუბრო ამ კომპანიის მიერ წარმოებულ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებზე. გვაქვს აქვადეტრიმის ორი ფორმა: აქვადეტრიმი დააქვადტრიმ პლუსი A+ D3

რა გამოარჩევს მათ სხვა პრეპარატებისგან?

  • აქვადეტრიმი- ეს არის D ვიტამინი წყალხსნარის სახით. მისი მიღება კომფორტულია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
  • ამას გარდა, წყალხსნარის უპირატოსობა სწრაფი შეწოვაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
  • აქვს დადასტურებული ხანგრძლივი მოქმედების ეფექტი, 3 თვე ნაცვლად 4-6 კვირისა.
  • გამოშვების ფორმიდან გამომდინარე, მაღალი ბიოლოგიური აქტივობა და კლინიკური ეფექტის სწრაფად დადგომა (5-7 დღე)
  • კარგი ამტანობა (განსაკუთრებით, კუჭნაწლავის პრობლემების მქონე პაციენტებში)
  • პრეპარატის მიღების შემდეგ, ნაწლავური დისფუნქციიის არ არსებობა
  • აქვს საერთაშორისო სტანდარტის მქონე საერთაშორისო ერთეული ანუ სე. 1 წვეთი = 500 სე; 1 ფლაკონი (10 მგ.) = 300 წვეთი

„აქვადეტრიმის“ ეფექტურობა დროშია გამოცდილი. იდეალურია როგორც ჩვილ, ისე მოზრდილ და ასაკოვან პაციენტებში. გარდა ამისა, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ბიოდანამატებისგან განსხვავებით, „აქვადეტრიმი“ წამლის სტატუსით დარეგისტრირებული ევროპული D ვიტამინია, რაც მედიკამენტის ხარისხის გარანტია.

ვინაიდან, ახალშობილებში და მითუმეტეს, დღენაკლულ ბავშვებში ნაღვლის მჟავების გამომუშავების პროცესი არარისსრულყოფილი, რათა მოხდეს ცხიმის დაშლა და შემდგომ შეწოვა, D ვიტამინის მიღება წყალხსნარის სახით გაცილებით უსაფრთხო და შედეგიანია. თან, როცა პრეპარატის მიღების პროცესი თანამედროვე გაიდლაინებით, სეზონის მიუხედვად, 2 წლამდე უწყვეტად გრძელდება.

D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, (ნორმა 30-100 ნგ/მლ) საპროფილაქტო დოზა საკმარისი აღარ არის და საჭიროა ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის სწორი დოზირების განსაზღვრა.

ვისაუბროთ „პოლფარმას“ D ვიტამინის არა მარტო კლასიკურ ფორმაზე, არამედ აქვადეტრიმ პლუსზე

აქვადეტრიმ პლიუსი A + D3 - ეს არის ვიტამინ A-ს და ვიტამინ D-ს იდეალური, დაბალანსებული ფორმა. (ვიტამინ A-ს დეფიციტის პირობებში ვიტამინი D არაეფექტურად მუშაობს)

აქვადეტრიმ პლუსი გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში კანისა და ლორწოვანი გარსის, თვალის, სასუნთქი გზების ანთებითი (კომპლექსურ თერაპიაში) და კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.

აქვადეტრიმ პლუსი ბავშვებში - აქტიური ფიზიკური განვითარების პერიოდში ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას და ძვლოვანი სისტემის სწორად განვითარებას. გარდა ამისა, განსაკუთრებით ეფექტურია, ისეთი ჩივილების შემთხვევაში, როგორებიცაა: ატოპიური დერმატიტები, მხედველობის დარღვევა, ნახეთქების არსებობა,ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე დაავადებები, აღნიშნული სისტემის იმუნიტეტის გაძლიერების ხარჯზე.

პრეპარატის შემადგენლობა: ვიტამინი A- 20 000 სე; ვიტამინი D -10 000 სე; ფლაკონი - 10მლ;

1წვეთი = ვიტამინი A- 580სე და ვიტამინი D - 290 სე

იმისათვის, რომ გქონდეთ მძლავრი იმუნიტეტი და თავი აარიდოთ ყველა იმ გართულებას, რომელსაც D ვიტამინის დეფიციტი იწვევს, აკონტროლეთ ორგანიზმში მისი შემცველობა და იზრუნეთ უმნიშვნელოვანესი ვიტამინის ნორმალიზებაზე. დღევანდელ ვითარებაში, ეს მნიშვნელოვანია!

Global Benefitsდაზღვევის სრულიად ახალ კონცეფციას აანონსებს

3 ფაქტორი, რომელიც ბუასილის განვითარებას უწყობს ხელს და რჩევები, როგორ დაიცვათ თავი დაავადებისგან

ქალთა მიმართ ძალდობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია - რა კეთდება საქართველოში ქალებისადმი ძალადობის აღმოსაფხვრელად