ავტორი:

არ შეგაფერხოთ პანდემიამ, გაიმარტივე შეძენა - „მიჰაუსში“

არ შეგაფერხოთ პანდემიამ, გაიმარტივე შეძენა - „მიჰაუსში“

კორონავირუსის პანდემიამ როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა მიმართულება შეაფერხა. დღემდე პანდემიის შედეგები დაუძლეველ პრობლემად წარმოგვიდგება. ამ ფონზე სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან ადამიანები, რომლებსაც დაწყვებული აქვთ სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, ან ახლა აპირებენ დაწყებას.

გამოუვალი მდგომარეობა რომ არ არსებობს, ამას უკვე ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსიც“ ამტკიცებს, რომელიც მომხმარებელს ელექტრონულად, განახლებული საიტითა და უახლესი,კომფორტული სერვისით ხვდება.

სწორედ ამ გამოწვევის წინაშე მდგარი ადამიანებისთვის ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო და სარემონტო მასალების იპერმარკეტი „მიჰაუსის“ მენეჯმენტმა მომხმარებლისთვის კომფორტული, საიმედო, კარგად დაცული ვირტუალური პლატფორმა შექმნა.

ამ პლატფორმისა და კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით ნებისმიერი პროდუქტის შერჩევა და შეძენაა შესაძლებელი „მიჰაუსის“ 60–ათასიანი ასორტიმენტიდან, რათა დაწყებული, ან დაგეგმილი სამუშაოები შეუფერხებლად მიიყვანოთ ბოლომდე.

მიჰაუსის ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ აარჩიოთ, შეადაროთ და დაათვალეროთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც სახლის მოწყობისთვის, რემონტისა თუ მშენებლობისთვის დაგჭირდებათ:დაწყებული მარტივი ხელსაწყოებიდან – სამშენებლო მასალებით დამთავრებული.

„მიჰაუსს“ პროდუქციის ტრანსპორტირების პრობლემაც მოხსნილი აქვს და შენაძენს ჰიპერმარკეტის კურიერები დანიშნულების ადგილზე გონივრულად მოკლე ვადებში მოგაწვდიან.

იმ შემთვევაში, თუ პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ, მიჰაუსის კვალიფიციური კონსულტანტები სრულ მზადყოფნაში არიან და პროდუქციის შერჩევას ვიდეოს, ფოტოსა თუ სხვა ფორმატის დახმარებით გაგიწევენ.

ამისთვის საჭიროა მხოლოდ„მიჰაუსის“ ვებგვერდზე შესვლა, ერთი ან რამოდენიმე კატეგორიის არჩევა და საკონტაქტო ინფორმაციის ჩაწერა, „მიჰაუსის“ კონსულტანტები კი, უმოკლეს დროში დაგიკავშირდებიან და სასურველ პროდუქტებზე ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან და კვალიფიციურ რჩევებსაც არ დაიშურებენ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ „მიჰაუსში“ ხშირად ცხადდება სოლიდური ფასდაკლებები, რაც უფრო სასიამოვნოს და ხელსაყრელს ხდის სასურველი ნივთისა და მასალის შეძენას.

NS

"ხალხს და საქართველოს რაც სჭირდება, ის გვერდზე რჩება - მიდის პოლიტიკური ბრძოლა" - მეუფე იაკობი

"ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია... პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა დღეების მანძილზე არ დარეკა პაციენტთან"

ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, წისქვილები და ღვინის მარანი - მთიანაჭარას კაპნისთავის ტურისტული ბილიკი შეემატა