ავტორი:

"სამწუხაროდ, არც მე მჯეროდა, დღეში 400-500 ახალ შემთხვევაზე მეტი თუ გვექნებოდა. ესეც კი მზარავდა" - ბიძინა კულუმბეგოვი საველე ჰოსპიტლებზე, შეზღუდვებსა და ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე

"სამწუხაროდ, არც მე მჯეროდა, დღეში 400-500 ახალ შემთხვევაზე მეტი თუ გვექნებოდა. ესეც კი მზარავდა" - ბიძინა კულუმბეგოვი საველე ჰოსპიტლებზე, შეზღუდვებსა და ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე

ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გამოსავლებსა და პანდემიასთან ბრძოლის ქართულ სტრატეგიაზე გაზეთი "კვირის პალიტრა" ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.

- არის ობიექტური და გარდაუვალი პრობლემები და არის სუბიექტური პრობლემებიც. როდესაც ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე 110 და მეტი პაციენტი მოდის, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ხარ. ყოველდღიურად 5 000-ზე მეტი შემთხვევა ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანის მოვლა ისე, რომ პრეტენზია არავის ჰქონდეს, ძალიან ძნელია. ეს ვერ შეძლეს ისეთმა ქვეყნებმაც კი, რომელთაც ჩვენთვის სამაგალითო სამედიცინო სისტემები აქვთ.

ჩვენ გვქონდა პერიოდი, რომ უკეთ მოგვეწესრიგებინა, ვთქვათ, პაციენტის მართვის სისტემა. ექიმების კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო იყო ტრენინგების ჩატარება, პირველი ტალღის პერიოდში დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად. ისრაელში ჯარიც კი მობილიზებულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის. მე მაისში სამინისტროს საიტზე ტესტი შევავსე, თუ საჭირო ვიქნები, მოხალისედ ვიმუშავებ-მეთქი...

ყველაზე კარგი კლინიკები და კვალიფიციური კადრები, ძირითადად, თბილისშია, მაგრამ 388 ადამიანი მართვით სუნთქვაზე რომ გყავს და ათასზე მეტი მძიმე პაციენტი, ყველას თბილისის საავადმყოფოებში ხომ ვერ მოათავსებ? ერთ კლინიკაში 400-კაციანი რეანიმაცია არავის აქვს დედამიწის ზურგზე, ამიტომ ახლა კი არ უნდა იწყებოდეს რუხის კლინიკის გამართვა, აქამდე უნდა გამართულიყო.

- როდის?

- ზაფხულში. თუნდაც მაღალი ანაზღაურება შეგვეთავაზებინა კონკრეტული განყოფილების ექიმებისთვის, რომ დაინტერესებულიყვნენ და თბილისიდან რეგიონში წასულიყვნენ. ჩვენ არათანაბრად გავანაწილეთ რესურსები და თავკომბალა მივიღეთ - ქვეყანა თბილისშია თავმოყრილი. სამწუხარო ის არის, რომ არც მე მჯეროდა, დღეში 400-500 ახალ შემთხვევაზე მეტი თუ გვექნებოდა. ესეც კი მზარავდა, მეშინოდა, რომ ყოველდღიურ 500 შემთხვევას ქვეყანა ვერ გაუძლებდა, ახლა კი 5 000 და მეტი შემთხვევა გვაქვს, ანუ უნდა ჩავთვალოთ, რომ დღეში 800-1000 ადამიანს საავადმყოფო დასჭირდება. დიახ, ვერ ვიფიქრებდით, რომ ასეთი სიტუაცია გვექნებოდა, ეს უნდა ვაღიაროთ.

- თქვენ ვერ იფიქრებდით თუ სისტემის მესვეურები?- სახელმწიფოს ზედა ეშელონმა დაიჯერა, რომ პანდემია აგრესიული ფორმით არ შემობრუნდებოდა - ასეთი განცდა მაქვს, თორემ რა ვიცი, კონკრეტულად ვინ რა იფიქრა... პროგნოზი მნიშვნელოვანია, სწორედ პროგნოზის კეთებისას ხარ უფრო ძლიერი. პანდემიის დროს მთელი მსოფლიო ასე იქცევა. უნდა გათვალო რეანიმაციული საწოლების რაოდენობა და დაგეგმო საჭირო ღონისძიებები. უნდა ვიცოდეთ არა ჯამური რაოდენობა, ანუ სულ რამდენი საწოლია, არამედ რამდენია თბილისში, ბათუმში, გორში და ა.შ.

მესმის, რომ ერთდროულად ბევრი საქმეა, ზვავივით, ცუნამივით დაგვატყდა თავს ეს ვითარება. ნოემბერში 96 000 ადამიანი იყო ავად, 800-მდე კი გარდაიცვალა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა! როგორია ამდენი ადამიანის მოვლა?! თანაც ეს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია, თორემ დარწმუნებული ვარ, 3-ჯერ მეტი იყო. ადამიანი 4-5 დღე ოჯახის ექიმს რომ ვერ უკავშირდება, ცდილობს, საავადმყოფოში მაინც მოხვდეს. აბა, ექიმს სახლში ხომ ვერ შეუვარდება?! სწორედ ამით არის გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მაღალი პროცენტი.

- აქტუალური გახდა კითხვა: "ნაცნობი ხომ არ გყავს საავადმყოფოში?"

- როცა ადამიანს ახველებს და ფილტვების ანთება აქვს, ოჯახის წევრი ცდილობს, როგორმე საავადმყოფოში მოახვედროს. გუშინ მთხოვა სრულიად უცნობმა ადამიანმა, ორი მოხუცი მყავს, ორივეს თვალის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ორივეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ მეოთხე დღეა, ექიმი არ რეკავს, თუ შეგიძლიათ, იქნებ თქვენ დარეკოთო. მდგომარეობა დაწვრილებით გამოვკითხე. არც ქოშინი ჰქონდათ, არც სხვა გართულება, მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი ტკივილები. საგანგაშო არაფერი იყო და ადვილად გავანეიტრალე სიტუაცია. სწორედ ამაზე ვლაპარაკობ - დღეს კი არ უნდა ეძებდეს ადამიანი პორტალზე, რომელია ჩემი ოჯახის ექიმიო. მეც ვერ ვიპოვე იმ მოხუცების ექიმი...

ეს საკითხი აქამდე უნდა მოწესრიგებულიყო და ახლა ეს პრობლემები ადვილად არ მოგვარდება, რადგან 1,5-2 თვე "კოვიდის" შემოტევის პირისპირ ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, იანვრიდან სტაბილიზება დაიწყება, მაგრამ მდგომარეობა უცებ არ გაუმჯობესდება. ექიმებს ცალკე უნდა ჰყავდეთ რისკ-ჯგუფები, იცოდნენ, რომ ვიღაცას ყოველდღე სჭირდება დარეკვა, ვიღაცას კი დაურეკავ, მაგალითად, მე-4, მე-7 და მე-12 დღეს. ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. სწორედ ასეა ამერიკაშიც. გააგრძელეთ კითხვა

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)