ავტორი:

5 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს და პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით ცესკო-ს განცხადებით მიმართეს

5 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს და პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით ცესკო-ს განცხადებით მიმართეს

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებები შეიტანეს.

პროპორციული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკო-ს მიმართა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, "სტრატეგია აღმაშენებელმა“, "ევროპულმა საქართველომ“, "ლელომ“ და "ლეიბორისტულმა პარტიამ“.

როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში "შავ ლაქად“ დარჩება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნის შესაბამისად არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ ვაგრძელებთ იურიდიულ პროცედურებს, როგორ დავტოვოთ „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში. ჩვენ შემოგვაქვს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით განცხადება, სადაც ჩავხსნით პროპორციულ საარჩევნო სიას და როდესაც სამი დღის ვადაში დაკმაყოფილდება ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ჩვენ, ნაძალადევად ცნობილი პარლამენტის წევრები, პარლამენტს მივმართავთ განცხადებით, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნას და იურიდიულად გაფორმდება ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი”, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ამასთან, მან განმარტა, თუ რას ნიშნავს პროპორციული სიის ჩახსნა.

„თუ ჩვენ ახლა მივმართავდით განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, შემდგომ გაიხსნებოდა სია და პროპორციულ სიაში რიგითობის მიხედვით, დანარჩენ 36 დეპუტატს ექნებოდა საშუალება, რომ მათი უფლებამოსილება ცნობილიყო პარლამენტის მხრიდან. ახლა, როდესაც ჩავხსნით ამ სიას, ამ ადამიანებს არ ექნებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დარჩება მარტო ის 36 დეპუტატი, ვისი უფლებამოსილებაც ძალით ცნეს. შემდეგ ეს დეპუტატები მიმართავენ ხელახალი განცხადებით, რომ მათი უფლებამოსილება შეწყდეს და საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი. ცესკო-ს თავმჯდომარემ დაახლოებით სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოსცეს განკარგულება, თუ არ გამოსცემს ამ განკარგულებას, სია ავტომატურად ჩახსნილი იქნება და დაახლოებით 17 დეკემბერს ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნეს. პარლამენტს აქვს დაახლოებით 2-3 კვირიანი ვადა, რომ ეს განცხადებები განიხილოს და გადაწყვეტილებები მიიღოს“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დავემორჩილები პრემიერის გადაწყვეტილებას" - იქნება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტში