ავტორი:

"ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ" - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე

"ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ" - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მინუს 70 გრადუსზე ვაქცინის შენახვის პირობები კი არა, სველი წერტილებიც არ არის მოწესრიგებული. ასეთ პირობებში ვაქცინის შემოტანამ შესაძლოა უარესი შედეგიც მოგვიტანოს, რადგან მის შენახვასა და მოხმარებას თავისი პროტოკოლი აქვს და ტრენინგები სჭირდება. "ფაიზერმა" კი შეიმუშავა მშრალი ყინულის კონტეინერები, რათა გადატანისას ვაქცინა ცივად დარჩეს, მაგრამ სპეციალური საყინულეების უქონლობის გამო, მისი მიწოდება პრობლემებს წარმოქმნის"

საქართველო ვაქცინის მოლოდინშია, თუმცა საზოგადოებრივი ჯან დაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველო ვაქცინისთვის ჯერჯერობით მზად არ არის, რასაც ბევრი მიზეზი აქვს.

- არავინ იცის, პირველად რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მოთხოვნა ფარმაკოლოგიური კომპანიებისგან, შემდეგ მან უნდა გაიაროს დამოუკიდებელი ფარმაკოლოგიური ბიზნესისა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ექსპერტთა ჯგუფების კონტროლი, რომელიც რამდენიმე და ერთმანეთისგან განსხვავებული გუნდებისგან იქნება შედგენილი. მათ დეტალურად უნდა შეისწავლონ ვაქცინა, მისი მინუს-პლუსები. ყველა კითხვას მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული პასუხი უნდა გაეცეს.

უამრავი ვერსია შეიძლება იყოს რომელიმე ვაქცინაზე, მაგრამ საინტერესო ის არის, როგორ შემოიტანენ რომელიმეს, როცა სხვა თუ არაფერი, წარმოება არ არის საკმარისი, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა ქვეყნის მოთხოვნაც დააკმაყოფილოს. ასე რომ, საქართველო მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც "კოვაქსმა" შეისყიდა, რადგან ჩვენ, მსოფლიოს 170 ქვეყანასთან ერთად, მის პლატფორმაზე ვართ გაერთიანებული, ოღონდ მივიღებთ მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ ის ხარისხიანი და უსაფრთხოა. შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი - ამის შემდეგ საქმეში ერთვება ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი აფინანსებს და განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე ორგანიზაციაა. მან უნდა შეაფასოს ფინანსურად, ლოჯისტიკურად რამდენად შესაძლებელია თუნდაც "ფაიზერის" შემოტანა. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მინუს 70 გრადუსზე ვაქცინის შენახვის პირობები კი არა, სველი წერტილებიც არ არის მოწესრიგებული. ასეთ პირობებში ვაქცინის შემოტანამ შესაძლოა უარესი შედეგიც მოგვიტანოს, რადგან მის შენახვასა და მოხმარებას თავისი პროტოკოლი აქვს და ტრენინგები სჭირდება. "ფაიზერმა" კი შეიმუშავა მშრალი ყინულის კონტეინერები, რათა გადატანისას ვაქცინა ცივად დარჩეს, მაგრამ სპეციალური საყინულეების უქონლობის გამო, მისი მიწოდება პრობლემებს წარმოქმნის. ის, რაც ნორმალურია ნიუ-იორკსა და ჟენევაში, არ არის მისაღები საქართველოსთვის, სადაც ორჯერ რომ მიხვიდეთ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, შესაძლოა კოვიდინფიცირებული გახდეთ, რადგან ჩვენთან ინფექციის კონტროლი ვერ ხდება. "კოვიდ-19"-ის ყველაზე ფართო გავრცელება სწორედ კლინიკებიდან და საავადმყოფოებიდან დაიწყო. ამიტომაც ვუყურებ ასე სკეპტიკურად მის შემოტანას.

ხმები მომდის, რომ ვიღაცამ რაღაც გზებით შემოიტანა ესა და ეს წამალი, რომელიც ებრძვის კორონავირუსს. ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ, თვითმკურნალობა არ გაბედოთ!.. ნუ დაუჯერებთ ფეიკნიუსებს. დაელოდეთ ჯანმოს ინფორმაციას, რომელსაც "კოვაქსი" შეიძენს და საზოგადოებისთვის აუცილებლად უფასო იქნება.

- რომელიც გაზაფხულზე თუ არა, ზაფხულში მაინც მოაღწევს ჩვენამდე?

- ღმერთმა ქნას, მაგრამ არა მგონია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო. თუმცა, როცა მოაღწევს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იძულებითი, ვისაც არ უნდა, ნუ გაიკეთებს. როცა სახელმწიფოს გამოცდილი და სანდო პრეპარატი ექნება, მას საზოგადოება თავად მოსთხოვს მის გაკეთებას, ამიტომ ინფორმაცია მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.

- გასათვალისწინებელია ტროლების მუშაობაც ვაქცინით დაჩიპვის შესახებ.

- ეს აბსოლუტური სისულელეა. ეტყობა, ამ კატეგორიას ჩიპი არც უნახავს. ამიტომ მედიამ და სახელმწიფომ თუნდაც ამ მძიმე კატეგორიას ერთობლივად უნდა აუხსნან ძალზე პრიმიტიული რამ - ჩიპი ყველაზე დიდი ზომის შპრიცშიც ვერ გაეტევა, ეს მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ხდება.

გაზაფხულზე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღა დაიწყება. ვირუსი უკვე დასუსტებული იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია ქრონიკული დაავადებები, სტრესი, დეპრესია, რომელიც მერე და მერე იჩენს თავს. ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიცხოვროთ მომავალ წლამდე, რადგან ამ დროისთვის ბაზარზე უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება გამოსული და ჩვენ უნდა ავირჩიოთ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესწავლილი უსაფრთხო ვაქცინა. ამ ეტაპზე კი არც ერთი ვაქცინა, მათ შორის არც "ფაიზერი" არ არის შეფასებული 100 პროცენტით უსაფრთხოდ.

- ბრიტანეთში უკვე დაიწყეს მისი გამოყენება.

- დიახ, მაგრამ ის მაინც საცდელი ნიმუშია და არავინ ამბობს დარწმუნებით, რომ უსაფრთხოა. იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 28 დღეა საჭირო. წაიკითხეთ სრულად

"ჩემმა შვილმა მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით ტოპ 3%-ში შევიდა" - რას წერს ნინო ქადაგიძე?

"სერიოზულ გართულებასთან გვაქვს საქმე, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ყველაფერს ეცდებიან" - გამყრელიძე ექთნის მდგომარეობაზე

შეჩერდება თუ არა "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია საქართველოში? - დაგეგმილია საგანგებო სხდომა