ავტორი:

მერაბიშვილი, გვარამია, მელია ... - ვინ შეიძლება გახდეს ენმ-ის თავმჯდომარე - "რა ვანო მერაბიშვილი? ეგღა გვაკლია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბაჩო ახალაიაც მოვიდეს პარტიაში"

მერაბიშვილი, გვარამია, მელია ... - ვინ შეიძლება გახდეს ენმ-ის თავმჯდომარე - "რა ვანო მერაბიშვილი? ეგღა გვაკლია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბაჩო ახალაიაც მოვიდეს პარტიაში"

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას ეხმაურება მამუკა გამყრელიძე და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"დილა ძალიან მძაფრად დაიწყო. მთავარ ოპოზიციურ ძალაში თავმჯდომარე გადადგა. შესაბამისად, მთელი ოპოზიციისთვის (არა მარტო ენმ-სთვის) მნიშვნელოვანია ვინ დაიკავებს ვაკანტურ ადგილს. მომავალი თავმჯდომარის ფიგურა განმსაზღვრელი იქნება ენმ-ს მომავალ პოლიტიკაშიც. ჩემი შეფასებით, რამდენიმე ძლიერ ფიგურას გამოვყოფდი:

1. კობა ნაყოფია

2. ვანო მერაბიშვილი

3. ნიკა გვარამია

4. ლევან ვარშალომიძე

5. ნიკა მელია"

ამ სტატუსს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომენტარებში ბევრი თავის ფავორიტს ასახელებს, მათ შორის ბევრი მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა გახდეს. არიან ისეთებიც, ვისაც გამყრელიძის შეთავაზებული სია არ მოსწონთ. მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებელი გიგი ნიჟარაძე წერს:

"თქვენ რა ხუმრობთ? რა ვანო მერაბიშვილი?და ეგღა გვაკლია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბაჩო ახალიაც მოვიდეს ისევ პარტიში და ქარდავები! გახარიაზე უკეთესი რითაა ვანო? არ გაიშვას მისი შექმნილი პოლიცია რაა! თუ ერთი უდანაშაულო ადამინის სიცოცხლეც კი ემსხვერპლა ვანოს საქციელებს?! რად მინდა მისი პოლიცია?ბევრ საშინელებაზე, რაც მაშინ ხდებოდა, პირადად მერაბიშვილია პასუხისმგებელი და ასეთი ადამიანები არ უნდა გაიკაროს ენმ! და კიდევ, ვანოს მიერ ვაშაძის ადგილის დაკავება პირდაპირ ნიშნავს იმას,რომ მელია წავა პარტიიდან, რადგან მან თქვა, რომ სადაც იქნება მერაბიშვილი იქ არ იქნება მისი ადგილი! ასე რომ, ნუ ეზიდებით ძველ ნაგავს,როცა ძალიან ბევრი მაგარი ლიდერია ენმ-ში! მერაბიშვილის მოხსენიაბაც კი, სავარაუდო კანდიდატებს შორის,დიდი სირცხვილია!"

ამ კომენტარს გამოეხმაურა ბაჩო ახალიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, რომელიც წერს:"არ ინერვიულოთ, ბაჩო ახალაია არც არასდროს ყოფილა პარტიის წევრი და არც პარტიას მოუკლავს თავი ბაჩოსთვის არასდროს"...

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დავემორჩილები პრემიერის გადაწყვეტილებას" - იქნება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტში