ავტორი:

ავტომობილები თვეში 542 ლარიდან და 12 000-ლარამდე ფასდაკლება - „კია მოტორს ჯორჯიას“ საახალწლო აქცია

ავტომობილები თვეში 542 ლარიდან და 12 000-ლარამდე ფასდაკლება - „კია მოტორს ჯორჯიას“ საახალწლო აქცია

„კია მოტორს ჯორჯია“ ახალ წელს სასიამოვნო სიახლეებით ხვდება: KIA-ს 2020 წლის ავტომობილების სრულ სამოდელო რიგზე, 12 000 ლარამდე ფასდაკლებასთან ერთად, იმოქმედებს 6 წლამდე განვადება, წინასწარი შენატანი - 0%-დან და საჩუქრად 6 თვიანი სადაზღვევო პაკეტი.

აქცია უკვე დაიწყო და მომხმარებლებს აღნიშნული პირობებით ნებისმიერი ავტომობილის შეძენა შეუძლიათ. ავტომობილის მოდელისა და სპეციფიკაციის შესაბამისად, ყოველთვიური შენატანი მერყეობს 542 ლარიდან 2279 ლარამდე. 2020 წლის სამოდელო რიგზე ფასები 32 000 ლარიდან იწყება. აღნიშნული ღირებულების ავტომობილის განვადებით შეძენის შემთხვევაში კი ყოველთვიური შენატანი 542 ლარი იქნება.

„კია მოტორს ჯორჯია“-ში განმარტავენ, რომ KIA-ს ავტომობილების მრავალფეროვანი რიგი ნებისმიერი გემოვნებისა და პრეფერენციების მქონე ადამიანს მოერგება.

„KIA ავტომობილებს სხვადასხვა მოთხოვნის მქონე მომხმარებლებისთვის აწარმოებს. თუ ერთს უფრო ეკონომიური მანქანასურს, მეორეუპირატესობას პრემიუმ კლასის ავტომობილს ანიჭებს,სხვა შეიძლებაარჩევანს სპორტულ მოდელზე აჩერებდეს ან რთულ ლანდშაფტზე გათვლილი მაღალი გამავლობის ავტომობილი უფრო ესაჭიროებოდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, საახალწლო შეთავაზება 2020 წლის სრულ სამოდელო რიგზე დაგვეწყო და ჩვენს პარტნიორ ბანკთან - VTB-სთან ერთად, მომხმარებლისთვის სესხის 6 წელზე გადანაწილების საშუალება მიგვეცა“, - განმარტავენ „კია მოტორს ჯორჯიაში“.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,იმ სამომხმარებლო სეგმენტში, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ეკონომიურობას და ამავდროულად დახვეწილ, გამორჩეულ დიზაინს, Kia Niro ჰიბრიდულ ძრავზე ერთ-ერთი ბესტსელერია, ახლა კი მისი შეძენა განსაკუთრებული პირობებით არის შესაძლებელი.

სპორტული და პრემიუმ კომფორტის მქონე ავტომობილის მსურველთათვის კი „კია მოტორს ჯორჯია“ წარმოგვიდგენს Kia K5-ს, რომელიც აღჭურვილია 194 ცხენის ძალის მქონე 2.5 GDI ძრავით, კომბინირებული 8-სიჩქარიან ავტომატური გადაცემის კოლოფთან.

აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელის სავარძლების კონცეფციასა და „კოსმოსურ“ კომფორტზე Kia-ს კორპორაციამ და NASA-მ ერთობლივად იზრუნეს. მათი თანამშრომლობის შედეგად, ავტომობილის სავარძელი აღჭურვილია Premium Relaxation ფუნქციით.

KIA-ს სპორტულ ავტომობილებს შორის ასევე, გამორჩეულია უახლესი ევროპული მოდელი Kia ProCeed, რომლის უპირატესობასაც ინოვაციური ტექნოლოგიები და დახვეწილი დიზაინი წარმოადგენს. აღნიშნული მანქანის შესაძლებლობების შემოწმებაც თითოეულ დაინტერესებულ მომხმარებელს ტესტ-დრაივის მეშვეობით შეუძლია.

„კია მოტორს ჯორჯიაში“ აღნიშნავენ, რომ როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში, ბესტსელერებს შორისაა უახლესი კომპაქტური SUV – Kia Seltos, რომელმაც წლის საუკეთესო ახალი ავტომობილის ჯილდოც დაიმსახურა. გარდა ამისა, მომხმარებელთა კმაყოფილების მიხედვით, აღნიშნული ავტომობილი მსოფლიოს საუკეთესო მანქანების 10-ეულში მოხვდა.

ჩამოთვლილი ავტომობილების გარდა, შოურუმში წარმოდგენილია პრემიუმ კლასის 7-ადგილიანი კროსოვერი - 2020 წლის მეოთხე თაობის Kia Sorento, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ელეგანტური დიზაინით. აღნიშნული მოდელი როგორც 2.2 სიმძლავრის დიზელის ძრავაზე (202 ცხენის ძალით), ისე 3.5 ბენზინის ძრავაზე მუშაობს (272 ცხენის ძალით). აღსანიშნავია, რომ ორივე ძალური აგრეგატი კომბინირებულია 8-სიჩქარიან ავტომატური გადაცემის კოლოფთან. მოდელს Autobild-ისგან 2020 წლის საუკეთესო ყველგანმავალი ავტომობილის ჯილდო აქვს მიღებული.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილებისა, საახალწლო განვადების განსაკუთრებული პირობები და საახალწლო ფასდაკლება ასევე ვრცელდებაადგილობრივი ბაზრის ერთ-ერთი ბესტსელერზე Kia Sportage-ზე და სხვა ისეთ ცნობილ და მოთხოვნად ავტომობილებზე, როგორიცაა Kia Rio, Kia Ceed და Kia Carnival Minivan.

სასურველი მოდელის შერჩევისა და განვადების დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში, სწრაფად და კომფორტულად. როგორც ტესტ-დრაივის, ისე ავტომობილის გაყიდვისას სრულად არის დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ შეთავაზება მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

Kia Motors სამხრეთ კორეული ბრენდია, რომელიც ავტომობილებს როგორც აზიის, ისე ევროპისა და ამერიკის ბაზრებისთვის აწარმოებს. მწარმოებლის ავტომობილების პოპულარობა განაპირობა გამძლეობამ, მაღალმა პერფორმანსმა, დახვეწილმა დიზაინმა და კომფორტმა, რომელსაც მომხმარებელი მანქანის მართვისას გრძნობს. გამოცემა Telegraph-მა 2017 წელს „კია მოტორსი“ ყველაზე გამძლე ავტომობილების სამეულში დაასახელა.

ყაზახეთი: პროგრესული რეფორმების კურსით

Bolt Food უკვე თბილისშია!

3 რჩევა, როგორ შევიძინოთ საახალწლო საჩუქრები შეზღუდული ბიუჯეტით