ავტორი:

ყაზახეთი: პროგრესული რეფორმების კურსით

ყაზახეთი: პროგრესული რეფორმების კურსით

16 დეკემბერს ყაზახეთში მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. 29 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნახტომი მოახდინა 90-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკური და პოლიტიკური ჩამოშლიდან თანამედროვე სოციალურ სახელმწიფომდე დინამიურად განვითარებადი საბაზრო ეკონომიკით, დემოკრატიული წყობით, პოლიტიკური სტაბილურობით, ეთნო-კონფესიური თანხმობით.

რესპუბლიკამ ეკლიანი გზა გაიარა, საერთაშორისო აღიარებამდე. ყაზახეთი ღრმად არის ინტეგრირებული საერთაშორისო პროცესებში, შეუერთდა მთავარ საფინანსო და ეკონომიკურ ინსტიტუტებს, არის რეგიონალური ინტეგრაციის აღიარებული ლოკომოტივი, მოიზიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მრავალ მილიარდიანი ნაკადები.

დღეს ყაზახეთს არც ერთ ქვეყანასთან არ გააჩნია მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემა, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა შეექმნა “მშვიდობისა და თანამშრომლობის სარტყელი" მის გარშემო. ქვეყნის შიგნით ასევე დამვკიდრდა ჰარმონიული და სტაბილური საზოგადოება, სადაც 120-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს მშვიდობასა და თანხმობაში, სანდო ატმოსფეროსა და ურთერთგაგებაში. ეკონომიკურ სფეროში წარმატებების და მასშტაბური მოდერნიზაციის წყალობით, დღეს ყაზახეთში უზრუნველყოფილია მაღალი სოციალური გარანტიები და ხალხის კეთილღეობის ზრდა.

დღეს ყახაზეთი შედის მსოფლიოს 50 კონკურენტუნარიან ეკონომიკების რიცხვში. ახლა ყაზახეთმა დაისახა უფრო ამბიციური ამოცანა - მსფოლიოს 30 განვითარებულ სახელმწიფოს რიცხვში შესვლა. ამ მიზნებისთვის, უზარმაზარი ბუნებრივი სიმდიდრეებით, ყაზახეთი ახდენს თავისი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, გადამამუშავებელი მრეწველობის, მანქანათმშენებლობის, ინოვაციური პროექტებისა და განახლებადი ეკონომიკის განვითარებით.

ყაზახეთი ატარებს წარმატებულ მრავალ ვექტორულ პოლიტიკას, კეთილი ნების ყველა ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარებით, მეგობრობის და ურთიერთ პატივისცემის პრინციპებზე. ამ დროის მანძილზე ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მსოფლიოს 180 სახელმწიფოსთან. ჩვენი სახელმწიფო რეგულარულად მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების ყრილობას მართავს, შევიდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ეფექტურად შუამავლობდა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში, ასევე ჩვენმა ქვეყანამ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს მშენებლობის შესახებ საყოველთაო დეკლარაციის მიღების ინიცირება მოახდინა. ყაზახეთი პირველად იქნა არჩეული გაეროს უსაფრთხოების საბჭოს არამუდმივ წევრად 2017-2018 წლებში.

დღეს ყაზახეთში ხორციელდება პოლიტიკური რეფორმების მსხვილი პაკეტი, რომელიც საფუძველს უდებს საზოგადობრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანმიმდევრული ლიბერალიზაციის ახალ ეტაპს. ისინი ზეგავლენას ახდენენ დემოკრატიის ძირითად ინსტიტუტების შემდგომ განვითარებაზე - მოქალაქეთა უფლებებზე მშვიდობიან შეკრებების დროს, არჩევნების ორგანიზებასა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე.

ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შესწორებები საკონსტიტუციო კანონში „არჩევნების შესახებ“ და კანონშო „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ რეფორმების პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, რომლებიც განაგრძობენ ყაზახეთის პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაციას. მათი მიღება - მნიშვნელოვანი ნაბიჯია „მომსმენი სახლელმწიფოს“ კონცეპციის განხორციელების და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდის გზაზე. ახალი სამართლებრივი ნორმები უფრო მეტად აძლიერებენ ყაზახეთში ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის აზრთა პლურალიზმი, ალტერნატიული შეხედულებები, კონსტრუქციული პოზიცია და პასუხისმგებლობა.

ხელმოწერების ბარიერის დაწევა პოლიტიკური გაერთიანების შესაქმნელად, რომელიც შეძლებს არჩევნებში მოანაწილეობის მიღებას, 40 ათასიდან 20 ათას ადამიანამდე - მნიშვნელოვანი ნაბიჯია ყაზახეთის პარტიული სისტემის შემდგომი განვითარებისთვის. ამრიგად, კანონდმებლობაში შესული ცვლილებები, ხელს შეუწყობს პარტიების გავლენის ზრდას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე. ისინი ამარტივებენ ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნის წესებს და ქვეყანაში პარტიული ცხოვრების საყოველთაო აქტივიზაციას, რაც, როგორც მოსალოდნელია, დადებითად აისახება სახელმწიფო გადაწყვეტილებების შემუშავების და მიღების პროცესებზე. დღევანდელი დღისთვის ყაზახეთში დარეგისტრირებულია და მოქმედებს 6 პოლიტიკური პარტია.

კანონებში გათვალისწინებული ზომები ერთობლივად მიზნად ისახავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცის ფორმატის შეცვლას, პარტიულ მოედანზე კონკურენციის ზრდას, საარჩევნო ორგანოებისთვის უფრო ინკლუზიური, ბალანსირებული ხასიათის მიცემას.

ამჟამად ყაზახეთში მიმდინარეობს მომდევდნო 2021 წლის 10 იანვრის საპარლამენტო არჩვენბისთვის მზადება. ახალი საარჩევნო კამპანიის წინ მიღებულ იქნა ზომები პარტიის სტრუქტურის მოდერნიზაციისთვის, მრავალ პარტიულობის განვითარებისა და ქვეყნის საზოგადორებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების მონაწილეობის გაფართოებისთვის. ახალი კანონები უფრო მეტად გააძლიერებენ ქალების და ახალაზგარდების უფლებებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. ისინი ითვალისწინებენ აუცილებელი 30% კვოტის შემოღებას ქალებისა და ახალაგზრდა 29 წლამდე პირებისთვის საარჩევნო პარტიულ სიებში.

გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების ინსტიტუტი არის სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის ფუნქციონირების დასტური, არჩევნების ინსტიტუტის განვითარების დონე ასახავს მთლიანად საზოგადოების და სახელმწიფოს დემოკრატიზაციის დონეს. ახალ ისტორიულ ეტაპზე ყაზახეთი განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას, რომლის განვითარების კურსი თითქმის სამი ათეული წლის წინ თავიდანვე და გაცნობიერებულად იქნა ხალხის მიერ არჩეული.

ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის სამაგალითო, არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარება შეუძლებელია ორმხრივი ურთიერთგაგებისა და პატივისცემის გზით. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი დინამიკით და ეფუძნებოდა ჩვენი ქვეყნების ხალხთა მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

აქტიურად ვითარდება ტრადიციული მეგობრული და ურთიერთ სასარგებლო ორხმრივი ურთიერთობები ბიზნესის, მეცნიერების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სფეროში. ამის დასტური გახდა ორმხრივი ვაჭრობის ზრდა მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში 83 პროცენტით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რომელმაც 113,1 მილიონი დოლარი შეადგინა, მათ შორის ექსპორტი - 81,5 მილიონი დოლარი, რომელიც 230,8%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდზე (24,6 მილიონი დოლარი), იმპორტი - 31,6 მილიონი დოლარი, რაც 15,0 %-ით დაბალია (37,2 მილიონი დოლლარი).

2020 წელს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის რიგით მოერე საპატიო საკონსულო გაიხსნა. ქ.რუსთავში 2020 წლის 5 ნოემბერს გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისის გახსნის ცერემონია ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საკონსულო დაფარვის ოლქით. ყაზახეთის საპატიო საკონსულოს გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ეკონომიკურად საინტერესო, კულტურლ, ტურსიტულ რეგიონში წარმოადგენს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების საფუძველს.

მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური იყო დიდი ყაზახი პოეტისა და განმანათლების აბაი კუნანბაიულის ქუჩის გახსნა ქალაქ თბილისში. აბაი კუნანბაევის დაბადების დღიდან 175 წლისთავის ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 ივლისის №188 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას აბაის სახელი მიენიჭა. ყაზახური მხარე მადლობას უხდის საქართველოს დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს ატარებენ ქუჩები ყაზახეთის სამ ქალაქში, ნურ-სულთანში, ალამატასა და ტარაზში.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ცნობილ ქართველ პოეტესას, ილია ჭავჭავის, ანა კალანდაძისა და გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემიების ლაურეატს, მრავალი წიგნის და ნაკრებების ავტორს, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილს, რომელმაც პირველად თარგმნა ქართულ ენაზე დიდი აბაის ლექსები. ლექსების კრებული წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა.

ამის გარდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, დიპლომატისა და პროფესორის ზურაბ ხონელიძის და უნივერსიტეტის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ინდირა ძაგანიას მხარდაჭერით საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მიერ გახნსილ იქნა აბაის სახელობის აუდიტორია სადაც ტარდება შეხვედრები და ლექციები სტუდენტებისათვის. აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკას ასევე გადაეცა წიგნები და ლიტერატურა ყაზახეთის შესახებ.

ორმხრივი ურთიერთქმედებების არსებული დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ მეგობრული ურთიერთობა ყაზახეთსა და საქართველოს შორის მომავალშიც განვითარდება ჩვენი ქვეყნების ხალხის ინტერესების სასარგებლოდ.

ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი

R

Bolt Food უკვე თბილისშია!

3 რჩევა, როგორ შევიძინოთ საახალწლო საჩუქრები შეზღუდული ბიუჯეტით

ავტომობილები თვეში 542 ლარიდან და 12 000-ლარამდე ფასდაკლება - „კია მოტორს ჯორჯიას“ საახალწლო აქცია