ავტორი:

"როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს" - ვინ არის ახალგაზრდა, რომლიც უამრავ ინფიცირებულს დაეხმარა

"როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს" - ვინ არის ახალგაზრდა, რომლიც უამრავ ინფიცირებულს დაეხმარა

უკვე ერთი თვეა, რაც შეიქმნა ფეისბუკჯგუფი "მედგიდი", სადაც შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები პროფესიონალი ექიმებისგან. ყოველდღიურად უამრავი პოსტი იდება - ზოგი მშობლის გადაყვანას ვერ ახერხებს კლინიკაში, ზოგი - ბებია-ბაბუის, დედმამიშვილის, მეგობრის... თითქმის ყველა დახმარებას ითხოვს და თითქმის ყველა პოსტთან მხვდება კომენტარი:

"დაურეკეთ სოფო ჯაფარიძეს, ის დაგეხმარებათ." ჯგუფის წევრები უდიდეს მადლიერებასა და სითბოს გამოხატავენ სოფოს მიმართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო მკითხველისთვის სოფო ჯაფარიძე - ექიმი-სტომატოლოგი, რომელმაც შეძლო და ბევრ ადამიანს ჩაუსახა იმედი.

- ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კათედრაზე, მყავს სტუდენტები, თან პრაქტიკოსი ექიმი ვარ. ექიმების ოჯახში გავიზარდე, დედისა და მამის მხრიდან ოთხი თაობა ყველა ექიმი იყო და ვერც კი წარმომედგინა, თუ სხვა პროფესია არსებობდა. ბაბუა, ვახტანგ ყიფიანი, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ. საოცარი ადამიანი იყო და, ალბათ, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სწორედ მისი გაზრდილები არიან ის ექიმები, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან. მისი დამსახურებაა ისიც, რასაც დღეს ვაკეთებ.

- ექიმის გულისხმიერებას ბევრი რამ შეუძლია. ტყუილად ხომ არ ამბობენ, რომ ზოგჯერ ექიმის სიტყვაც კი კურნავს...

- მე არ ვარ ინფექციონისტი, არც თერაპევტი, მაგრამ როდესაც პანიკაში მყოფი ადამიანები მირეკავენ და მეუბნებიან, რა აწუხებთ (ბევრს სწორედ ფსიქოლოგიურად უჭირს ამ ყველაფრის აღქმა), მე მათ ვამშვიდებ - ეს ყველაზე მთავარია დღეს.

ერთმა ქალბატონმა მომწერა, როდესაც "კოვიდი" დამიდასტურდა, პანიკაში ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, მაგრამ "მედგიდში" გაწევრების შემდეგ ვნახე, რამდენ ადამიანს ეხმარებით და დავმშვიდდიო. აი, ალბათ ამიტომ ამბობენ, რომ ზოგჯერ ექიმის სიტყვასაც კი შეუძლია მორჩენა. მიხარია, თუ ჩვენი ჯგუფის სახით ადამიანებს იმედი გაუჩნდათ და მშვიდად არიან.

- პოსტის დადებისთანავე აუცილებლად ჩნდებოდა ან თქვენი კომენტარი, დამირეკეთ, დაგეხმარებითო, ან სხვისი - დაურეკეთ სოფო ჯაფარიძეს, ის დაგეხმარებათო. უამრავი ადამიანი გამოხატავდა მადლიერებას. მიკვირდა, როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ამდენი და ვინ იყო ეს ახალგაზრდა ექიმი...

- ჩემზე რა გითხრათ - მყავს მეუღლე და სამი ბიჭი. უფროსი 11 წლისაა, შუათანა - 5-ის და ნაბოლარა - ერთის. მეუღლე ამ რთულ სიტუაციაში ყველანაირად მიწყობს ხელს. პატარები ბევრს ვერაფერს ხვდებიან, მაგრამ უფროსი მეუბნება, დედიკო, ასეთ მაგარ საქმეს რომ აკეთებ, იცი, მე რა ამაყი ვარო?! გააგრძელეთ კითხვა

"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა

მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა

გიორგი ვაშაძის მამა გარდაიცვალა