ავტორი:

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო დაპირისპირებაა - "რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი"

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო დაპირისპირებაა - "რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი"

აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, არიან დაკავებულებიც.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, შენობების დანგრევის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა.

„უცბად მოვიდნენ არჩევნების შემდეგ, გაფრთხილება არ ყოფილა, რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი, რომ ბავშვებს სახლი და დასაძინებელი ადგილი ჰქონდეთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, ის თავისი მერობის პერიოდში არ დაუშვებს, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცება მოხდეს.

„თქვენ გაქვთ აგარაკი სადმე? მიბრძანდით, ააშენეთ! ეს მისაღებია, მოსულა? გამეცით პასუხი, შეიძლება ამის გაკეთება? ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვთ სახლები, ზოგს მიწის ნაკვეთი აქვს, ზოგს რაიონში სახლი და ა.შ. სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი, კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონებების უკანონოდ დატაცებები მოხდეს. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრ ოჯახს ვცდილობთ ხელი შევუწყოთ და შევუმსუბუქოთ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რომ მოვიპაროთ სახელმწიფოს მიწები, კატეგორიულად მიუღებელია. ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. ყველანაირად უზრუნველვყოფთ მათ. ან მეორე ვარიანტია ადამიანების, რომლებსაც სახლი დაენგრათ, ამისთვის გამგეობები გამოყოფს თანხებს და შეგვიძლია ამ ოჯახების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ მიტაცების უკან კონკრეტული ჯგუფები იდგნენ, რომლებიც კალაძის შეფასებით, „ხელს ითბობენ“.

თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

ცნობილია, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" სამდივნოს შემადგენლობაში

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე