ავტორი:

"რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამის გამო შეშფოთებული, მე უფრო შეშფოთებული ვარ იმით, რომ..." - კარლ ჰარცელი

"რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამის გამო შეშფოთებული, მე უფრო შეშფოთებული ვარ იმით, რომ..." - კარლ ჰარცელი

ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკების პროცესი, პარლამენტის გახსნის შემდეგ სხვა რეალობის წინაშე დავდექით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს.

როგორც ჰარცელი ამბობს, ის მზად არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე გაგრძელდეს.

"როგორც ფასილიტატორი, მზად ვარ ვიპოვოთ მხარეებს შორის შეთანხმება. შესაძლებლობების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ვაგრძელებთ მათ დახმარებას. რთული სათქმელია რა გამოვა აქედან, თუმცა არსებობს შანსი. რაც უფრო დაიხურება კარი, მით უფრო მეტად გართულდება გამოსავლის პოვნა. მე არ ვარ მოსამართლე, მე ვარ ფასილიტატორი მხარეებს შორის.

რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამაზე შეშფოთებული, მე უფრო შეშფოთებული ვარ თუ როგორ აისახება ეს მოლაპარაკებების პროცესზე, სადაც ერთიანობის მიღწევას ვცდილობთ", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელის კომენტარის თარგმანი "რუსთავი 2“ - მა გაავრცელა.

"სპეციალური სამსახურიდან გაფრთხილება მივიღე, რომ თუ არ შევავსებ დეკლარაციას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით მემუქრებიან" - დეკანოიძე

რა გეგმა აქვს მთავრობას ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით - პრემიერი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია