ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთს რეფორმების გატარებაში დაეხმარება? - რას წერს ადგილობრივი პრესა

მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთს რეფორმების გატარებაში დაეხმარება? - რას წერს ადგილობრივი პრესა

მიხეილ სააკაშვილი მზად არის ყირგიზეთს რეფორმების გატარებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის საინფორმაციო სააგენტო vb.kg ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი საკითხის განსახილველად ადგილობრივ ბიზნესმენს, ჟაპარ უსენოვს შეხვდა. უსევონი შეხვედრის დეტალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

”ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებელ რეფორმებზე, მე მიხეილს მოვახსენე ყირგიზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი პარალელი აღმოვაჩინეთ, მაგალითად, ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში. პრობლემების თვალსაზრისით, ბევრი საერთო გვაქვს.

მიხეილ ნიკოლოზოვიჩი და მარგულან კალიევიჩი ირწმუნებიან, რომ "მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისი" მზად არის ყირგიზეთს რეფორმებთან დაკავშირებით მეთოდური და ექსპერტული დახმარება გაუწიოს“, - წერს უსენოვი.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა

"თუ ივანიშვილი მართლა წავა, ეს ამოცანებს გაგვიმარტივებს" - რას აცხადებს აკაკი ბობოხიძე ბიძინა ივანიშვილზე?

"ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განვიხილავთ" - ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციისა და ვირუსის მესამე ტალღის შესახებ

"ოცნების“ შიგნით გახარიასა და კალაძის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები დაიწყება, დაჭამენ ერთმანეთს" - ალეკო ელისაშვილი