ავტორი:

ალუაშვილების ოჯახმა კალაძის ნაჩუქარი ბინა გადაიფორმა - პირველი ემოციები და ფოტოები იუსტიციის სახლიდან

ალუაშვილების ოჯახმა კალაძის ნაჩუქარი ბინა გადაიფორმა - პირველი ემოციები და ფოტოები იუსტიციის სახლიდან

თბილისის მერმა კახა კალაძემ დანაპირები შეასრულა - აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ბინა საჩუქრად გადასცა. ვარკეთილის რაიონში მდებარე ოთხოთახიანი ბინა ალუაშვილების ოჯახმა საჯარო რეესტრში დღეს ოფიციალურად გადაიფორმა.

AMBEBI.GE რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს მთავარ გმირს ომარ ალუაშვილს ესაუბრა:

"მიხარია რომ ბინა მაქვს, ჩემი ოთახი მაქვს... და ახალ წელს ჩვენს სახლში შევხვდებით. კახი კალაძეც გავიცანი, ბინა გვაჩუქა, რომ ვნახეთ შოკოლადებიც მოგვართვა. ძალიან გახარებულები ვართ. ბინა რამდენიმე წუთის წინ გადავიფორმეთ" - აღნიშნა ომარ ალუაშვილმა.

ცნობისთვის, ალუაშვილები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცნენ, რაც აფრიკის დასახლებაში მიმდინარე დემონტაჟიდან მამა-შვილის ფოტო გავრცელდა. თავდაპირველად ითქვა, რომ დემნტაჟის დროს მათი სახლიც დაინგრა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ მათთვის ბინის ჩუქება გადაწყვიტა.

"ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვითხოვოთ: "ახალ წელს ნათესავები არ ისტუმროთ", ასე არ მოხდება, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე"

"იმედია, ქვეყანა 24 დეკემბერს არ გაიხსნება, რადგან ის ძალიან პატარა მონაპოვარი იმდენად ფრთხილი ბალანსია, რომ აშვებით უფრო მეტად დავაზიანებთ საზოგადოებას" - გიორგი ფხაკაძე

"საქართველო სხვადასხვა მწარმოებელთან მუშაობს, რომ ვაქცინის გარკვეული დოზა ადრე მიიღოს" - ამირან გამყრელიძე