ავტორი:

"საბედნიეროდ, მას სიკვდილიანობის მეტი პოტენციალი არ აქვს, მაგრამ..." - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ახალ შტამზე

"საბედნიეროდ, მას სიკვდილიანობის მეტი პოტენციალი არ აქვს, მაგრამ..." - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ახალ შტამზე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს შეუძლია უფრო იოლად დაასნებოვნოს ადამიანები. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის ახალ შტამს სიკვდილიანობის მაღალი პოტენციალი არ აქვს.

"საბედნიეროდ, მას სიკვდილიანობის მეტი პოტენციალი არ აქვს, მაგრამ გადამდებლობის მეტი კოეფიციენტი აქვს. მას შეუძლია უფრო იოლად დაასვნებოვნოს ადამიანები. სამხრეთ ინგლისში ახლა, ვისაც კოვიდი სჭირს, მათი 30 პროცენტი უკვე ახალი შტამით არის დაინფიცირებული. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ ინგლისის მიმართ ყველა ქვეყანამ გაამკაცრა ღონისძიებები, მაგალითად, ინგლისი ახლა ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ, როცა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები უკვე აღარ გადიან. ინგლისელისთვის შობა და ახალი წელი წმინდათა წმინდაა, მაგრამ შეზღუდვები არნახულად გამკაცრდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერების განმარტებით, არსებულთან შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებადია.

გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ავსტრია, შვედეთი, რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი.

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის პირველი ტალღის დროს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება" - საპატრიარქო

"მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება... ყინვამ შესაძლოა დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს" - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

"ლილო მოლი" განცხადებას ავრცელებს და მთავრობას თხოვნით მიმართავს