Apple-ი Facebook-თან ვერ შეთანხმდა და საკუთარი სოციალური ქსელი შექმნა

Apple-ი Facebook-თან ვერ შეთანხმდა და საკუთარი სოციალური ქსელი შექმნა

Apple-ის ხელმძღვანელის სტივ ჯობსის ცნობით, მისმა კომპანიამ iTunes-ის მომხარებლებისთვის საკუთარი მუსიკალურ-სოციალური ქსელი Ping მას შემდეგ შექმნა, რაც Facebook-თან აკაუნტების დაკავშირების თაობაზე ვერ შეთანხმდა. 

არადა თავიდან, Ping-ის პრეზენტაციის დროს სოციალური ქსელის გვერდზე სპეციალური ღილაკი იყო განთავსებული, რომელიც მომხმარებლებს Facebook–ში საკუთარ პროფილთან აკავშირებდა, თუმცა მოგვიანებით აკაუნტთა დამაკავშირებელი გაქრა.

თავიდანვე აშკარა გახდა, რომ Ping-ი სახელდახელოდ დამზადდა და ის სრულყოფილი არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა, ის iTunes Store-ის გაყიდვებს მაინც განაპირობებს, რადგან სოციალური ქსელის სტანდარტული ფუნქციების გარდა სარეკომენდაციო სერვისსაც მოიცავს. მაგალითად, Ping-ის მომხმარებელს შეუძლია გაარკვიოს, როგორი მუსიკა გადმოქაჩეს და მოისმინეს მისმა მეგობრებმა. სოციალურ ქსელებში ყველაზე ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტად სწორედ სარეკომენდაციო სერვისები მიიჩნევა.

მომზადებულია allthingsd.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)