ავტორი:

"როდესაც მედლის ერთი მხრიდან ქვეყანამ შეწყვიტა მოძრაობა, მე მედალი შემოვატრიალე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც პანდემიისას 160 სერთიფიკატი მოიპოვა

"როდესაც მედლის ერთი მხრიდან ქვეყანამ შეწყვიტა მოძრაობა, მე მედალი შემოვატრიალე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც პანდემიისას 160 სერთიფიკატი მოიპოვა

პანდემიის პირობებში, როდესაც ყველა და ყველაფერი გაჩერდა, 21 წლის სტუდენტმა ოთარ მურმანიშვილმა 160 სერტიფიკატისა და 1 დამსახურებული წერილის მიღება შეძლო. ოთო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სწავლობს, მიმართულებად საინჟინრო ფიზიკა აქვს არჩეული და სულ მალე ბაკალავრის ხარისხს დაასრულებს. წელს, კორონავირუსის პანდემიისა და 160 სერტიფიკატის ფონზე, ოთომ სტიპენდიის აღებაც შეძლო და თავისი წარმატებით სოციალურ ქსელში ასობით ადამიანის გაკვირვებაც მოახერხა. ოთოს "საინტერესო პანდემიაზე" ვესაუბრეთ:

- როგორ შეხვდი პანდემიის დაწყებას, თავიდან რა გეგმები გქონდა?

- ჩემთვის პანდემია ჩვეულებრივად დაიწყო, ჩაიკეტა ყველაფერი და მინდოდა, ამ დროის განმავლობაში რამე ახალი გამეკეთებინა. ადრე თუ სასწავლო კურსები ფასიანი იყო, ამ პერიოდში უფასო გახდა, გამიხარდა და გამოვიყენე ეს შანსი. სხვადასხვა სფერო ვცადე, რომ მრავალი კუთხით უფრო განვვითარებულიყავი.

- როგორც ვიცი, ამ პანდემიის პირობებში 160 სერტიფიკატის აღება შეძელი, მოგვიყევი ამაზე...

- ამ პერიოდში 160 სერტიფიკატი და 1 დამსახურების წერილი მივიღე. ამ 160 სერტიფიკატში არ შედის სამხედრო სტრატეგიები, ატომურ ბირთვული მიმართულება, წყალქვეშა ნავების ინჟინერია და ა.შ. თავდაპირველად ჩემზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რეალურად ეს კურსებიც გავლილი მქონდა და გამოცდაც ჩაბარებული, მაგრამ როდესაც ველოდი, რომ სერტიფიკატი უფასოდ უნდა მოეცათ, თანხა მომთხოვეს, რომელიც, დღევანდელი ლარის კურსიდან გამომდინარე, სტუდენტისთვის საკმაოდ ბევრია - 50$ და ზემოთ.

აქვე მოვიყვან შედარებას უდიპლომო სასიძოდან. მომენტი, როდესაც კოლმეურნეობის თავმჯდომარეს მიუტანეს საღორის მაკეტი და შეშფოთებულმა თავმჯდომარემ უპასუხა: "რას ამბობ კაცო!? ღორი მაშინაა კარგი, როცა იაფი ჯდება მისი შენახვა". არ ჩავთვალე სერტიფიკატისთვის ფულის გადახდა საჭიროდ, სერტიფიკატების რაოდენობა ხომ არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რაც იმ კურსში იყო, ის რომ ვისწავლე და მოცემული კრიტერიუმები დავაკმაყოფილე.

პირველი კომპანია, რომელსაც დიდი წვალებით დავუკავშირდი, ყველასთვის ცნობილი Cisco-ა. ზოგადად, მსგავსი კომპანიები თავდაცვის არნახული უნარით გამოირჩევა. თავიდან გამიჭირდა კურსების მოძებნა, რთულად გადავლახე HTML ლაბირინთები, საბოლოოდ, ერთ-ერთ კურსზე შევაღწიე და დავიწყე სწავლა. რამდენიმე საათში დაიბადა ჩემი პირველი სერტიფიკატი მსოფლიოს ვებსივრცეში - პირველი დამოუკიდებელი მიღწევა. მომდევნო 2 დღე-ღამეში მათი რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. რაც შეეხება იმას, თქვენ წარმატებას რომ ეძახით, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რასაც ნებისმიერი ადამიანი ვერ გააკეთებდა, თუკი დრო და შესაძლებლობა ექნებოდა...წაიკითხეთ სრულად

"მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა - ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები" - გომელაური

როგორ ცდილობს ვანესა რედგრეივი ედუარდ შევარდნაძის აცეკვებას - უნიკალური კადრები 90-იანების თბილისიდან

"ასე ორივემ როგორ დამტოვეთ..." - ნინი შერმადინის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა