ავტორი:

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ სამართალდამცავს, ვანო ზანდარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მარინა ცერცვაძემ გამოაცხადა, რითაც დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ვანო ზანდარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო ბრალდება მას, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის 38 წლის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის დაჭრას ედავება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 თებერვალს ჩაინიშნა.

საქართველოს პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარუდგინა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ: კარგად იცოდა შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? - ეს მან  დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მათ მიერ იყო შაქარაშვილი გადაგდებული წყალში" - პროკურორი

რატომ დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე?

სუნამოების მოპარვის მცდელობისთვის იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს