ავტორი:

ყველაზე უჩვეულო, დრამატული, სენტიმენტალური და ემოციებით სავსე პერიოდი - ფოტოებზე აღბეჭდილი 2020 წლის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი

ყველაზე უჩვეულო, დრამატული, სენტიმენტალური და ემოციებით სავსე პერიოდი - ფოტოებზე აღბეჭდილი 2020 წლის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი

2020 წელი თანამედროვე ისტორიაში ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდი იყო - დრო, რომელმაც თითქმის ყველა ადამიანზე, ყველა სფეროზე, ყველა პროფესიაზე და ყველა სოციალურ ფენაზე მოახდინა გავლენა.

პანდემიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და რიტმი, შეგვაჩვია აკრძალვებისა და შეზღუდვების პირობებში ცხოვრებას.

ვნახოთ ფოტოებზე აღბეჭდილი 1 წელი - 2020 და მსოფლიო:

1 იანვარი, ნიუ-იორკი - The New York Times
8 იანვარი - ირანში, თეირანთან ახლოს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მაშველთა ჯგუფი მუშაობს/AP
16 იანვარი - სექსუალრ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტაინი მაჰეტენის სასამართლო დარბაზის დატოვებისას/AP
15 იანვარი, სირია - სირიელი ბიჭუნა ქალაქ არიჰას ევაკუაციისას, რომელზეც საჰაერო თავდასხმა განხორციელდა
22 მარტი, ესპანეთი - პოლიციელის დეზინფექცია
28 მარტი, პარიზი - მეზობლები აივნებიდან ესაუბრებიან ერთმანეთს, საფრანგეთში კი ამ დროს უკვე კარანტინის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს

28 მარტი, სამხრეთ აფრიკა, იოჰანესბურგი - პოლიცია მოითხოვს, რომ ადამიანებმა გადმოიხედონ აივნებიდან, რათა დარწმუნდნე, რომ ისინი კარანტინის წესებს არ არღვევენ
16 აპილი - პალესტინელი ქალი შვილებს კომბოსტოს ფოთლების პირბადეს უკეთებს, რათა ისინი კორონავირუსისგან დაიცვას
30 აპრილი, ირანი - ირანელი ქალები კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობით დაკრძალვაზე
10 მაისი და უჩვეულოდ ცარიელი პარიზი
31 მაისი, მინეაპოლისი - სამართალდამცველები და ადამიანები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ
22 ივნისი, ესპანეთი, მოხუცთა თავშესაფარი - 81 წლის აგუსტინა და 84 წლის პასკუალი კორონავირუსისგან თავდასაცავად ასე ეფერებიან ერთმანეთს. ეს ფოტო 2020 წლის სიმბოლოდ იქცა.
30 ივნისი, ჩეხეთი, პრაღა - მოქალაქეებმა 500-მეტრიანი მაგიდა გაშალეს და ასე აღნიშნეს კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა
12 ივნისი, გერმანია, დიუზელდორფი - სოციალური დისტანცია
16 ივლისი, აშშ, ლას ვეგასი - კომეტა Neowise, რომლის დახნაც შეუარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელი იყო
17 ივლისი, ბრიუსელი - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბულგარეთის პრემიმერ-მინისტრს მიანიშნებს, რომ პირბადე ცხვირს არ უფარავს
29 ივლისი, მექა - მუსლიმი პილიგრიმები ქააბას გარშემო დადიან სოციალური დისტანციის დაცვით
1-ლი აგვისტო, აშშ, კალიფორმანი - თაგვი, რომელიც ხანძარს გაურბის
18 აგვისტო, შვეიცარია - ძროხა, რომელმაც ფეხი დაიზიანა მთიდან ბარში სამკურნალოდ ასეთი ფორმით გადაჰყავთ
7 ოქტომბერი, იემენი - იემენელი მოსწავლეები სკოლაში აკადემიური წლის პირველ დღეს. სკოლის შენობა ომის შედეგად დაინგრა და სწავლის პროცესი ნანგრევებში მიმდინარეობს.
3 ნოემბერი და ფოტო, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სიმბოლოდ იქცა

26 ოქტომბერი, პოლონეთი ვარშავა - მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას აბორტის აკრძალვის შესახებ
14 ნომბერი - სოფელი მთიანი ყარაბაღიდან
18 ნოემბერი - ასე მიაქვს პატარა სახლი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ერთ-ერთ მოქალაქეს მას შემდეგ, რაც ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა
15 ნოემბერი, მოლდოვა - საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადასატანი ყუთი კორონავირუსისგან თავის დასაცავი აღჭურვილობით შემოსილ ადამიანებს დაჰქონდათ
24 ნოემბერი, გერმანია, ფრანკფურტი - რესტორანი ლუდითა და სათამაშო პანდებით გააფორმეს
14 დეკემბერი - მზის დაბნელება და ფოტო არგენტინიდან

წყარო: euronews.com

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა - "ის უსაფრთხოა და ეფექტური, რატომ უნდა ვთქვა უარი?!"

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა