ავტორი:

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.

"აღარ მყავს ჩემი მამიკო... ჩემი ყველაზე დიდი იმედი... ჩემი საუკეთესო , ყველაზე კეთილი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე მზრუნველი, ყველაზე ნიჭიერი... წარმოუდგებელია მის გარეშე ცხოვრება... მამა მიყვარხარ ყველაზე მეტად ...", - წერს "ფეისბუქში" მისი შვილი, ლილიკო ხომერიკი.

ალექსანდრე ხომერიკი ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი იყო, როცა 1977 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასში ჩაირიცხა. ხომერიკმა კონსერვატორია 1980 წელს დაამთავრა, ხოლო 1981–82 წლებში სტაჟირებას მილანის "ლა სკალაში” გადიოდა.

სხვადასხვა წლებში, მომღერლის მიერ შესრულებულ მრავალრიცხოვან პარტიას შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი და მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი“ და "დაისი“), ბერდო (რევაზ ლაღიძის "ლელა”), ლენსკი და ვოდემონი (პიოტრ ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი“ და "იოლანტა“), ხოზე (ჟორჟ ბიზეს "კარმენი“), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის "ტოსკა“), მანრიკო, (ჯუზეპე ვერდის "ტრუბადური“), რადამესი (ვერდის "აიდა“), ალფრედი (ვერდის "ტრავიატა“), ჰერცოგი (ვერდის "რიგოლეტო“), ოტელო (ვერდის "ოტელო“) და სხვ.

1993 წლიდან ხომერიკი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. 1995 წელს ოტელოს პარტია წარმატებით შეასრულა ანკარის საოპერო თეატრში პრემიერაზე და 1998 წელს ანტალიაში ბათუმის თეატრის გასტროლების დროს.

ალექსანდრე ხომერიკის ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (მოსკოვი, 1982) და საქართველოს სახალხო არტისტია (1985).

მის მნიშვნელოვან ჯილდოებს შორისაა, აგრეთვე, რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიები (1995 წ.), ღირსების ორდენი (1998 წ).

დიზიანერი პიერ კარდენი გარდაიცვალა

"ვცდილობდი, ეთერში არ მეჩვენებინა ჩემი მდგომარეობა...საჭირო გახდა, თბილისში გადმოყვანა“ - რას ყვება თიკა ფაცაცია მამაზე, რომელმაც კოვიდი გადაიტანა

სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით - "სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, ერთი და იგივეს ყურება მოსაბეზრებელია"