ავტორი:

ელენე ხოშტარია: "მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება"

ელენე ხოშტარია: "მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება"

ელენე ხოშტარია "ევროპული საქართველოდან“ წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს. ამის შესახებ ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ამ ეტაპზე დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას გეგმავს.

"მინდა დავიწყო მადლობით "ევროპული საქართველოს“ მიმართ. ეს არის გუნდი, რომელთანაც დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ აქტივისტს, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა. ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება“, -განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, ის არც სხვა პარტიაში გადადის და არც პარლამენტში შესვლას გეგმავს.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელი რეჟიმთან ბრძოლის პროცესში. რომ არ იყოს რაიმე სპეკალაციები, არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა. პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე გადავწყვიტე დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, ასევე მტკიცე ერთიანი კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას“, - განაცხადა ხოშტარიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ქართულ ოცნებაში“ გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით... ეს ღიმილის მომგვრელია" - თინა ბოკუჩავა

"ჩემი მეუღლე აქციაზე ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი" - ვინ არის ელენე ხოშტარიას მეუღლე და რა ქონებას ფლობს წყვილი