ავტორი:

ლიმფური სისტემის მნიშვნელობა ჯანსაღი იმუნიტეტისთვის

ლიმფური სისტემის მნიშვნელობა ჯანსაღი იმუნიტეტისთვის

დღევანდელ პირობებში, კოვიდ-19-ის გარდა, სხვა სეზონურმა ვირუსულმა ინფექციებმაც მოიკრიბა ძალა. ნებისმიერი ვირუსული პანდემია, ხშირად ძალიან სწრაფია. მას შეუძლია 1,5 თვის განმავლობაშიც კი ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში შეიძლება გადაწვდეს.

ყველა ვირუსი, ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტურია, მაგრამ ისინი განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით.

რაც შეეხება კორონავირუსს – ანთროპონოზული ტიპისაა. ის პარაზიტირებს ადამიანის ორგანიზმში და მისი გადამტანი ძირითადად ადამიანია. პირველად ზიანდება ლორწოვანი გარსები. მძიმე ფორმის შემთხვევაში, კოვიდის ვირუსი იწვევს ლორწოვანი გარსების ცილინდრული ეპითელის ნეკროზს. შემდეგ კორონავირუსის შხამი, ლორწოვანის ქვედა შრეებში გადადის და სისხლით და ლიმფით ორგანიზმის სხვა ორგანოებს აღწევს. იმ ადამიანებს, ვისაც სისხლი და ლიმფური სისტემა დაბინძურებული აქვთ ტოქსინებით, ვირუსული ინფექცია უფრო მეტ ზიანს აყენებს.

ადამიანების უმრავლესობას, ჩვენში არსებული ცხოვრების სტილის და ეკოლოგიური პირობების გამო, ორგანიზმი დატვირთული აქვთ სოკოების, პარაზიტების, ჰელმინთების, უამრავი სახეობის მიკრობების, ბაქტერიების და მთვლემარე ვირუსების კოლონიებით. როდესაც ორგანიზმი, ან რომელიმე ორგანო, დაბინძურების მაქსიმალურ ზღვარს აღწევს, იმუნიტეტი ვეღარ უმკლავდება და კონკრეტულ ორგანოში ნებისმიერი დაავადება შეიძლება აღმოცენდეს. დაავადების მკურნალობისას სწრაფი ეფექტის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის - კერძოდ ლიმფური სისტემის და უჯრედშორის სივრცის გასუფთავებას ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების და თავისუფალი რადიკალებისგან.

კორონავირუსის, თუნდაც უმძიმესი ფორმიდან, საუკეთესო თავდაცვაა ორგანიზმში დარღვეული ფიზიოლოგიური პროცესების ფუნქციონირების აღდგენა და არა მარტო ჩივილების მოსპობა. მაგრამ ყველაზე უფრო პროფილაქტიკური ღონისძიებების წინასწარი გატარებაა უპრიანი, რათა ადამიანის ორგანიზმი - მისი იმუნური სისტემის მეშვეობით, მომზადებული დახვდეს ყოველგვარ განსაცდელს და გაცილებით იოლად გადაიტანოს ნებისმიერი დაავადება. სწორი პროფილაქტიკაა იმის გარანტი, რომ ადამიანებს ვერცერთი ვერაგი დაავადება ვერ მოერევა.

ორგანიზმის სხვადასხვა ტოქსინებისგან ზოგადი გასუფთავების, როგორც პროფილაქტიკის, ისე მკურნალობის მიზნით გამოიყენება კომპანია ჰეელის უნიკალური, უანალოგო პრეპარატი ლიმფომიოზოტი (ტაბლეტები, წვეთები, ამპულები).

ლიმფომიოზოტი ზემოქმედებს ზოგადად ორგანიზმზე, კერძოდ უჯრედშორის სივრცესა და ლიმფურ სისტემაზე, ნებისმიერი დაავადების (როგორც მწვავე, ისე ქრონიკული) დროს, ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია პროფილაქტიკის მიზნით.

პრეპარატი ამცირებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციას - განდევნის ტოქსინებს მატრიქსიდან - უჯრედშორის სივრციდან - აუმჯობესებს მის სატრანსპორტო ფუნქციას, რაც უზრუნველყოფს შიდაუჯრედული მეტაბოლიზმის და უჯრედებსა და იმუნო-ნეირო-ენდოკრინულ რეგულატორულ სისტემას შორის ურთიერთქმედების მექანიზმების აღდგენას; აუმჯობესებს ლიმფის წარმოქმნას და ცირკულაციას;

აძლიერებს ლიმფური კვანძების ბარიერულ ფუნქციას, მისი ლიმფოდრენაჟული, დეტოქსიკაციური და იმუნომაკორეგირებელი თვისებების გამო. შედეგად ორგანიზმი უფრო შეუვალი ხდება დაავადებების სხვადასხვა გამომწვევების მიმართ.

რაც შეეხება პრეპარატის დაავადების დროს გამოყენებას - ლიმფომიოზოტი ამცირებს მისი კლინიკური გამოვლინების სიმძიმეს; ზრდის მკურნალობის კურსის ეფექტურობას და ამცირებს მის ხანგრძლივობას; ზრდის ტრადიციული ფარმპრეპარატების ბიოშეღწევადობას და ამცირებს ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის გამოყენების დროს -

დაავადების მიმდინარეობის პროგნოზის გაუარესების გარეშე; ააქტივებს ლიმფურ ქსოვილს, რომელიც ასოცირებულია ორგანიზმის ლორწოვან გარსებთან, მაგ.: ნაწლავებში (პეიერი ფოლაქები), რითაც აძლიერებს ნაწლავების ლორწოვანის ადგილობრივ იმუნიტეტს და ამაღლებს დისბიოზთერაპიის ეფექტურობას; თავიდან იცილებს, ან მინიმუმამდე ამცირებს სტანდარტული ფარმპრეპარატების გვერდითი ეფექტების განვითარებას. მაქსიმალურად თავსებადია სხვა სამკურნალო საშუალებებთან და პროტოკოლით მკურნალობის ნებისმიერ სქემებთან. მნიშვნელოვნად ამაღლებს მკურნალობის ეფექტურობას.

პრეპარატ ლიმფომიოზოტის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია მრავალი, სხვადასხვა დონის სარწმუნო კლინიკური კვლევით.

(R)

ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic –ის მეასე გამოცემა

ინტერნეტვარსკვლავი 95 წლის COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული გოგალი ბაბუ თავის ექიმებს ახალ წელს ულოცავს

დავით ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს