ავტორი:

"გიგა ბოკერია ღირსია, "ოცნებამ" რიგგარეშე არჩევნები დაუნიშნოს და ერთ თვეში გაღიმებული დატოვოს" - ალეკო ელისაშვილი

"გიგა ბოკერია ღირსია, "ოცნებამ" რიგგარეშე არჩევნები დაუნიშნოს და ერთ თვეში გაღიმებული დატოვოს" - ალეკო ელისაშვილი

როდესაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იქნება და მაგიდაზე საბოლოო შეთანხმების ტექსტი დაიდება, შემდეგ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც სწორად მივიჩნევთ, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

ელისაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება (პარლამენტში შესვლა) ყველამ უნდა მიიღოს, ვისაც ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა გააჩნია. ამასთან, ელისაშვილმა “ტყუილი“ და “უსინდისობა“ უწოდა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებების წარმოების შესახებ.

“ცალკე რატომ უნდა შევხვდე, როცა ჩვენ ყველაზე მკაფიო პოზიცია გვაქვს! ამბობენ, რიგგარეშე არჩევნების პირობებთან დაკავშირებით არის ფარული მოლაპარაკებებიო. ჩვენთვის რიგგარეშე არჩევნები მთავარი პრიორიტეტი არ არის. ლოგიკა მაინც არა აქვთ, როცა ამას ამბობენ?! ჩვენთვის პრიორიტეტი საარჩევნო სისტემის ცვლილებაა!“, - განაცხადა ელისაშვილმა.

“მოქალაქეების“ ლიდერმა აქვე აღნიშნა, რომ “გიგა ბოკერია ღირსია, “ქართულმა ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნები დაუნიშნოს და ერთ თვეში გაღიმებული დატოვოს“.

“უბრალოდ, ქვეყანა არ მემეტება ამისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი სიცანცარე ქვეყანას არ სჭირდება - არ სჭირდება მღვრიე წყალი, არეულობა და ქაოსი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სრული სისულელეა, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ... ვერც კი წარმომიდგენია, ქვეყანას სანქციები დაუწესდეს" - როგორ აფასებს ზალკალიანი ამერიკელი სენატორების განცხადებებს

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"