ავტორი:

ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"

ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს. კერძოდ, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონრპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას აღნიშნა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი გარკვეულ დანაშაულებებზე სასჯელის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ შემსუბუქებას მოიცავს.

სარჯველაძის თქმით, სასჯელის შემსუბუქებაში მისი განახევრება და მეოთხედით შემცირება იგულისხმება.

„შემოვიდა კანონპროექტში გარკეული ახალი ნაწილები სისხლის სამართლის კოდექსის, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ცალკეული დანაშაულები, რომლთა დაკავშირებითაც არჩეულია პოზიცია, რომ მოხდება არა სრულად პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლება, არამედ - ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში, ორი ფორმაა გამოყენებული, ეს არის განახევრება და მეოთხედით სასჯელის შემცირება. თუმცა ეს არ ხელყოფს იმ პრინციპებს, რომლის გათვალისწინებითაც იქნა მიღებული პირველი მოსმენის დროს კანონპრექტი, ეს ძირითადი მიდგომები კვლავაც შენარჩუნებულია. ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს, ძალადობრივ დანაშაულებს, ოჯახურ დანაშაულებს, სადაც კვლავ პრინციპულია მიდგომა. იქ, სადაც შესაძლებლობა ვნახეთ, რომ გარკვეული გაფართოება მოგვეხდინა, ასეთ შემთხვევაში ეს გამოყენებული იქნა. იმის მიხედვით, თუ როგორია დანაშაულის კატეგორია, მისი გავრცელების ინტენსივობა, ამის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. ამის შესახებ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთი მხრივ, იდეალურად იქნება დაცული საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამნისტიის კანონპროექტზე, რომელზეც ძირითადად ორი კომიტეტი მუშაობს - ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს. ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ და დავამტკიცებთ ამ კანონპროექტს; მივიღებთ გადაწყვეტილებას ამნისტიასთან დაკავშირებით, იმ იდეალურ წერტილში, სადაც საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ჰუმანურობის და ადამიანის უფლებათა დაცვის, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იქნება იდეალურად დაცული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ“ კანონრპოექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

სამეგრელოს პოლიციამ 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

ახალი წლის ღამეს, ბინაში შევარდნილი ბრმა ტყვიით სიკვდილს ადამიანი შემთხვევით გადაურჩა - რას აცხადებენ შსს-ში?

"ჯანაშია წარმოადგენს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად" - რას ამბობს კალანდიას ადვოკატი სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე