ავტორი:

იაპონიაში ქართული კერძი პოპულარობის პიკშია - "შქმერულის" გაყიდვა მინიმარკეტებშიც დაიწყეს

იაპონიაში ქართული კერძი პოპულარობის პიკშია - "შქმერულის" გაყიდვა მინიმარკეტებშიც დაიწყეს

იაპონურ გაზეთში "ასაჰი სიმბუნში" (Asahi Shimbun//"朝日新聞") გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "შქმერულის" პოპულარობის აფეთქება! ევრაზიულმა საჭმელებმა იაპონია მოხიბლეს" (ავტორი - მიტიტაკა ჰატორი). პუბლიკაციაში აღნიშნულია რომ გასულ, 2020 წელს იაპონიის ბაზარზე სულ უფრო მტკიცედ დამკვიდრდნენ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ეროვნული საჭმელები (კერძები) და სხვა საკვები პროდუქტები.

"ამ სფეროში "პირველ გზამკვლევად" ქართული "შქმერული" ითვლება, რომელიც პირველად ჯერ კიდევ 2019 წელს შემოვიდა ჩინეთში და ძალიან პოპულარული გახდა იაპონიის "მაცუაიას" რესტორნების ქსელში. "შქმერულის" განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ ქათამი იწვება კარაქში, შემდეგ კი რძეში (ან ნაღებში) იშუშება. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ "შქმერულის" მოსამზადებლად ბევრი ნიორი გამოიყენება. როგორც ამბობენ, "შქმერული" მისთვის ზედმიწევნით შესაბამისი კერძია, ანუ ნივრისათვის ეს ქართული საჭმელი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო რეცეპტს წარმოადგენს.

შარშან წლის დასაწყისში "მაცუას" რესტორნებში "შქმერულს" მსურველებს მხოლოდ სეზონურად სთავაზობდნენ, მაგრამ 2020 წლის ივნის-ივლისში კომპანიამ ასორტიმენტის დაზუსტების მიზნით ქსელური გამოკითხვა ჩაატარა და საკვირველი შედეგი მიიღო: ქართულმა კერძმა პირველი ადგილი დაიკავა. აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ზამთარს "შქმერული" მენიუში დაემატებინა. სხვათა შორის, საჭმლისათვის ხმის მიცემის დროს ეს თემა "ტვიტერში" აქტიურად განიხილებოდა: "დააგემოვნეთ "შქმერული-სანი", არ გაუშვათ ხელიდან შანსი". წაიკითხეთ სრულად

სკოლაში მე-5-12 კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

დაშვებულია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვებისა და მოზარდებისთვის?

ტაქსის მძღოლებში, ბაზრის მოვაჭრეებსა და სამღვდელოებაში კორონავირუსის გავრცელება დაბალია - გამყრელიძე ტესტირების შედეგებზე