ავტორი:

ტაქსის მძღოლებში, ბაზრის მოვაჭრეებსა და სამღვდელოებაში კორონავირუსის გავრცელება დაბალია - გამყრელიძე ტესტირების შედეგებზე

ტაქსის მძღოლებში, ბაზრის მოვაჭრეებსა და სამღვდელოებაში კორონავირუსის გავრცელება დაბალია - გამყრელიძე ტესტირების შედეგებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლების, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების, პედაგოგებისა და რელიგიის მსახურთა მუდმივი ტესტირებით დგინდება, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ამ ჯგუფებში საკმაოდ დაბალია.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, ამის მიუხედავად მოსახლეობას თვითდამშვიდების და ილუზიის უფლება არ აქვს.

"ის ახალი ჯგუფები, რომლებიც იტესტებიან მუდმივად სხვადასხვა ეტაპზე, გახსნებთან დაკავშირებით, საკმაოდ დაბალია დადებითობის პროცენტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციის ცირკულაციამ ქვეყანაში საკმაოდ დაიკლო.

ეს გახლავთ ტაქსის მძღოლები, დაახლოებით 17 ათასი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0,5%-ია დადებითობა. 13 600 ბაზრის მოვაჭრეა გატესტილი და - 04%-ია დადებითობის მაჩვენებელი, 8200 რელიგიის მსახურია გატესტილი და 1,1%.

მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები 6000-ია გატესტილი და 0,1%-ია დადებითი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე კარგად იცავენ რეგულაციებს. ასევე გატესტილია 12 600 სკოლის პეგადოგი და აქაც 0,3%-ია დადებითობის მაჩვენებელი. ანუ ის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, სამ დიდ ქალაქში ორშაბათიდან სკოლები გაიხსნას, ეს რამდენიმე ინდიკატორი ამის საშუალებას გვაძლევს.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მე-5 კლასიდან პირბადის ტარება იყოს სავალდებულო, ხოლო მე-5 კლასამდე ეს იყოს მშობლის არჩევანის მიხედვით. მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, სტაბილიზაციისკენ მიდის ქვეყანა და სტაბილიზირდება ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების საშუალებას და არც ილუზიის შექმნის საშუალებას.

ზაფხულში გვქონდა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა. არა! - კორონავირუსული ინფექცია ტრიალებს, არის, მაგრამ ის სრულად დღეს ქვეყანაში მართვადია. საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობით და სასუნთქ აპარატებზე მყოფ ადამიანთა ჯამური რაოდენობით, გეტყვით, რომ სტაბილიზირდება სიტუაცია, მაგრამ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მაგრამ მისი გული მაინც მე მოვიგე" - ზვიად ციკოლია პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე

შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება 25 თებერვალს, პირველ და 8 მარტს საქართველოში - სრული სია

ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება