ავტორი:

"ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები" - ბიძინა კულუმბეგოვი

ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები , - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც კორონავირუსის ახალ შტამზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში რამდენიმე საათის წინ დადასტურდა.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს გადამდებადობა უფრო მარტივი აქვს.

"სექტემბერ-ოქტომბერში ბრიტანეთი აკვირდებოდა, როგორი გავრცელება ექნებოდა ვირუსის ამ ახალ ვარიანტს "B117“ ასე მოიხსენიებენ მას. დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში შემჩნიეს, რომ სექტემბრის დასაწყისში თითქმის მოსახლეობის 50%-ზე მეტ შემთხვევაში ეს ვარიანტი გახდა დომინანტური, რაც გადაითარგმნა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა ბორის ჯონსონმა კარგად აღნიშნა, ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინაციიდან გამომდინარე, მას მოლოდინი აქვს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას არ გამოიწვევს.

"ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე გეტყვით. ბრიტანეთის გარდა 33 ქვეყანაშია კორონავირუსის ეს ახალი ვარიანტი აღმოჩენილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შტამის დომინირების მასშტაბები ამ ქვეყნებში შეიძლება მხოლოდ მარტის თვეში გახდეს შესაძლებელი.

ჩვენს ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ღია საზღვრის პოლიტიკა და არ ვართ ევროკავშირის და შენგენის ტიპის ქვეყანა, უარესი სცენარის შემთხვევაში ნაკლებად წარმომიდგენია მან დომინირებულ როლს ზაფხულამდე მაინც მიაღწიოს, რადგანაც ოპტიმისტურად ვუყურებთ ვაქცინაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ გაზაფხულზე რაღაც მასშტაბით დაიწყება. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას ეს კონკრეტული ვარიანტი ვერ მოგვაყენებს, თუმცა გრძელვადიანში შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ამასთან, როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საპანიკო და საგანგაშო მდგომარეობა არ უნდა იყოს.

"ძალიან საპანიკოდ და მნიშვნელოვნად საგანგაშოდ არ გვაქვს მდგომარეობა, თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს შეიძლება გამოწვევა იყოს. სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, რაც გულისხმობს უფრო მეტი ტესტირების და გენომური კვლევის შესაძლებლობას, მეტი ექიმის გადამზადებას. ადამიანების წილი პასუხისმგებლობა არ შეცვლილა ისევ გვევალება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

"საქართველოში კორონავირუსის აზიური და ევროპული ნაირსახეობაა გავრცელებული" - პაატა იმნაძე

"გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა და ტრაილერს შეეჯახა... მცირეწლოვანი შვილები დარჩა" - ვინ არის ავარიის შედეგად გარდაცვლილი 28 წლის გოგო

დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმის გლამურული ცხოვრება ესპანეთში - უგო ბაგრატიონის კარიერა და პირადი (ფოტოები)